ხათუნა ნოელი:
"პლუტონი დღეიდან სტაციონარული ხდება, და რამდენიმე დღით, კერძოდ, 7 ოქტომბრამდე სტაგნაციაში გაუშვებს იმ საკითხებს, რასაც მორიელის ნიშანი მართავს; უფრო კონკრეტულად კი - სესხების და ვალების თემებს, დაზღვევასთან, საგადასახადო სამსახურთან, საბანკო კრედიტებთან დაკავშირებულ ამბებს.
დაყოვნდება მსხვილი ბიზნესიც და ინვესტიციების საკითხებიც.
სექსუალური სფეროც კი იზარალებს. არახელსაყრელი კვირაა ჩასახვისათვის.
ეს დღეები შესაძლოა უამრავ ხალხშიც კი ტრიალებდეთ და მაინც მარტოსულად გრძნობდეთ თავს. ამავდროულად გაიზრდება ინტერესი ყველაფერი დაფარულისა და მისტიურისადმი.
ამ პერიოდში მშვენიერი შედეგებს მოგცემთ საკუთარ თავში ჩაღრმავება, სულიერი ძიებები, მფარველი ანგელოზის მიმართ ლოცვა და მედიტაციები...
7 ოქტომბრიდან პლუტონი დირექტულ მოძრაობას დაუბრუნდება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
და ბოლოს რა ხდება უშუალოდ 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან მთვარე მშვილდოსანშია, სამოგზაუროდ წასვლაც სჯობს დღის მეორე ნახევარზე დაგეგმოთ, დილით კი, ვიდრე მთვარე ჯერ ისევ მორიელის ზოდიაქოს სტუმრობს და ინტუიციას გვიმახვილებს, სხვადასხვა თავსატეხების ამოხსნა გაგვიადვილდება, შესაძლოა მინიშნებები გამოგვიგზავნოს სამყარომ დილისაკენ ნანახი სიზმრების სახით".
ქეთი ვაწაძე:
"ეს ბოლო დღეები და კიდევ წინ, რამდენიმე დღე ლილიტი ნეპტუნის შეერთება იდგება ცაზე... ამიტომ, ყველამ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
მოერიდეთ სპირტიან სასმელებს, ნარკოტიკებს, ზედმეტ ქიმიურ წამლებს.
ასევე, დიდია მოტყუების, თაღლითობის ალბათობაც.
ნუ გადავარდებით ილუზიებში, ფანტაზიებში. შეინარჩუნეთ რაციონალური ხედვა.
ვისაც ფსიქიკის პრობლემები, სუიციდური აზრები, დეპრესია ან აპათია აწუხებს, მათი ახლობლების და მათ გასაგონად მით უფრო ვწერ ამ სტატუსს - რამდენიმე დღე განსაკუთრებული ყურადღება და სიფხიზლე გმართებთ!... ნუ აყვებით ემოციებს, არ დარჩეთ მარტოობაში, მოძებნეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვა, უყურეთ კომედიებს, ისეირნეთ ბუნებაში - ეს პერიოდი მალე გაივლის და ისევ "გამონათდება"!