შინაური ცხოველი/ფრინველი რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

 შინაური ცხოველი/ფრინველი რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

დადასტურებულა პრაქტიკაში. დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ ოპტიმისტებსა და ამბიციურ ადამიანებს ძაღლის ყოლა ურჩევნიათ, სენსიტიური და ემოციური ინდივიდები კი ყოველთვის კატის მიკედლებას არჩევენ საკუთარ ოჯახში. მოდით, ამ ეტაპზე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერის ცხოველზე ვისაუბროთ, რომლის ყოლაც არამხოლოდ სასურველი, ენერგეტიკისთვის ძალზე დადებითი გავლენის მომტანიც შეიძლება იყოს.

ვერძს ასტროლოგები დიდი ჯიშის ძაღლის ყოლას ურჩევენ – კოლი, სენბერნარი, ბოქსიორი ან როტვეილერი საუკეთესოა თქვენთვის.

კუროს შესანიშნავად დააბალანსებს რომელიმე მსუნაგი მღრღნელი – მაგალითად ზღვის თაგვი ან ზაზუნა.

ტყუპისთვის საუკეთესო ვარიანტი ფრთოსანის ყოლაა სახლში, ამიტომ იგი ნებისმიერი ჯიშის თუთიყუშის გარემოცვაში იგრძნობს თავს ბედნიერად და მარტოდ დარჩენილს საკუთარ თავთან საუბარი აღარ დასჭირდება.

კირჩხიბისთვის თევზებია ყველაზე კარგი ვარიანტი – სხვას ვის შეუძლია მოთმინებითა და "პირში წყალჩაგუბებულმა" აიტანოს ამ ხალხის გამუდმებული მიდრეკილება წუწუნისკენ.

ლომისთვის საუკეთესო მეგობრობის გაწევა შეუძლია ცხენს – ამ ხალხის ბუნებაში ხომ მეფური მანერები და არისტოკრატის ქვეცნობიერი დევს. შესაბამისად, ცხენზე ამხედრებული ლომი თავს ჭეშმარიტ მეფედ (დედოფლად) იგრძნობს.

Astrologia

ქალწულის

ბუნებას ყველაზე უკეთ კატა შეესაბამება – ამასთან ერთად, კატას გააჩნია შესანიშნავი თვისება – იგი ძალიან მოწესრიგებულია ჰიგიენის თვალსაზრისით. რაც ქალწულისთვის ფასდაუდებელი რამაა.

სასწორს ასტროლოგები იადონის ყოლას ურჩევენ – ეს ფრთოსანი ძალიან ახლოს დგას სასწორის ვენერიანულ ბუნებასთან. შესაბამისად, მისი ჭიკჭიკი ყოველთვის შეუვსებს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს რომანტიკის მოთხოვნილებას.

მორიელისთვის საუკეთესო "მეგობარი" ბევრისთვის საშიში და სახიფათო თევზი პირანია შეიძლება გახდეს. ნებისმიერი მორიელი მოიხიბლება პირანიის კვებისა და მოვლის პროცესით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გარკვეულ რისკთან და ექსტრიმთანაა დაკავშირებული.

მშვილდოსანს ყველაზე უკეთ გაუგებს მაიმუნი – ამ ორის ბუნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ერთსაც და მეორესაც უყვარს ცელქობა, არაფრად დაგიდევენ არეულობას სახლში და გიჟდებიან სასუსნავზე.

თხის რქისთვის შესაფერისი "მეგობარი" შეიძლება იყოს ისეთი ჯიშის ძაღლი როგორიცაა დოგი ან დობერმანი. ერთიც და მეორეც სოლიდური იმიჯის შექმნაში შეუწყობს ხელს თხის რქას.

Astrologia

მერწყულს

ყველაფერი ექსტრაორდინალური იზიდავს. შესაბამისად, ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ურჩევენ სახლში იყოლიოს რომელიმე უნიკალური, უბეწვო ჯიშის ძაღლი ან კატა.

თევზებისთვის კი შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია დელფინს. მართალია, იმის ფუფუნება, რომ ეს არსება სახლში იყოლიოს ვინმემ ნაკლებად არსებობს, მაგრამ დელფინთან ხშირი კავშირი და მეგობრობა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულს ერთიორად აუმაღლებს სასიცოცხლო პოტენციალსა და ენერგეტიკას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?