სიახლე საიტზე!

სიახლე საიტზე!

, გადავწყვიტეთ რომ გვერდი რომელიც ასტროლოგიის შესახებ მიაწვდიდა მომხმარებელს ინფორმაციას, მერწყულის ზოდიაოქს ნიშნით დაბადებულიყო.. მერწყული ხომ ჰუმანური, მეგობრული და კომუნიკაბელური ნიშანია. ამასთან ერთად, თავად ასტროლოგიაც ე.წ „მერწყულის პროფესიადაა“ მიჩნეული. ჩვენმა ექსპერიმენტმა გაამართლა და დღიდან დაარსებისა, საიტმა ბევრი მეგობარი შეიძინა.. ძალიან გვიხარია და ამაყები ვართ, როცა გვწერენ თუ როგორ იწყება ყველა დილა ზოგიერთი ერთგული მომხმარებლისთვის, ყავის ჭიქის  და ჩვენი საიტის თვალიერებით.. მოგვდის ბევრი თხოვნა, სურვილი, ზოგჯერ მოთხოვნაც (როცა საქმე პირადი რუკების გადახედვას ეხება) .. ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ასე ვიზრდებით და ვვითარდებით თქვენთან ერთად. თუმცა აუდიტორიის ზრდამ, თავისთავად მოიტანა იდეა იმისა, რომ საიტის მკითხველებს უფრო კომფორტული პირობები შევთავაზოთ აზრების გასაცვლელად და საჭორაოდ. საამისოდ ფორუმზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდით..

Astrologia

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საიტის ტექნიკურმა ჯგუფმა, იდეა ფაქტობრივად წამის მეასედში აქცია რეალობად და დღეს ჩვენს საიტს, ასევე ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს მქონე "შვილობილი" ჰყავს ახლადგახსნილი ფორუმის სახით, რომელიც ყველაზე „მოტლიკინე“ ნიშნის - ტყუპების ზოდიაქოს ქვეშ მოევლინა ქვეყანას. ხომ იცით, ამ ქვეყნად ამაოდ არაფერი ხდება, ტყუპები ხომ აზრთა გაცვლა-გამოცვლის, ვერბალური კონტაქტის და ჭორაობის სიმბოლოა. ფორუმი კი სხვა რა არის მეტი? თუმცა რაკი ჰაერის სტიქიის დუეტი უკვე სახეზეა მერწყული-ტყუპების სახით, სამომავლოდ კიდევ ერთ სიახლესაც ვგეგმავთ, რომელიც ამავე სტიქიის მესამე ნიშნის პერიოდში ანუ სასწორის ზოდიაქოს გავლენისას განხორციელდება და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სიახლეც არანაკლებ სასიამოვნო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. მანამდე კი შემოურთდით ჩვენს ფორუმს. გახსენით სასურველი თემები. დასვით შეკითხვები ( ალბათ შეამჩნიეთ რომ რუბრიკა „კითხვა-პასუხი“ ფორუმმა ჩაანაცვლა), გაუზიარეთ ერთმანეთს ის ცოდნა რაც გაქვთ დაგროვილი ასტროლოგიური კუთხით, დაეხმარეთ რჩევებით თუნდაც საკუთარი გამოცდილებიდან და რაღა თქმა უნდა მოგვაწოდეთ თქვენი იდეები, შენიშვნები და აზრები.. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ, საიმისოდ რომ საიტი უფრო საინტერესო და ინფორმაციული გახდეს მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?