სიღარიბის ოთხი მთავარი, გენეტიკური მიზეზი

 სიღარიბის ოთხი მთავარი,  გენეტიკური მიზეზი

საკმარისი მატერიალური დოვლათის დაგროვებას. ერთნი თუ მარტივად და იოლად ხვდებიან როგორ მოიპოვონ უკეთესად ცხოვრების საშუალება, მეორენი ხშირად გენეტიკურად იმყოფებიან სიღარიბის მორევში და ვერა და ვერ ახერხებან მისგან თავის დაღწევას. ამერიკელი ფსიქოლოგის ნ. გრეისის წიგნი - "გრეისის კანონები" საინტერესო მოსაზრებას გთავაზობთ იმის შესახებ თუ რა განაპირობებს სიღარიბის რეალურ მიზეზებს. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ ეს მოსაზრებები სიტუაციას  ასტროლოგიურადაც შეესიტყვება.

ვფიქრობ რომ ღირს დაფიქრებად:

Astrologia

„სიღარიბე დაუბანელ თავში იმალება“ ...

1. მიზეზი პირველი - მენტალიტეტი

გრესისი აზრით ადამიანების უმთავრესი პრობლემა სიღარიბის დაძლევის გზაზე, მენტალურად სიმდიდრის საკუთარ ცხოვრებაში "არშემოშვების" პრობლემაა. ადამიანების დიდი ნაწილი, უბრალოდ არ აძლევს თავს უკეთესზე ფიქრის უფლებას, მიაჩნია რა, რომ იგი არ იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. არასოდეს უნდა შეგეშინდეთ უკეთეს მომავალზე ოცნება. მენტალურად გამდიდრებული წარმოსახვა თქვენამდე მატერიალურად უმჯობეს მომავალს აუცილებლად მოიტანს.

2. სიბინძურე

საოცარია, მაგრამ ფაქტია - ოდითგანვე ასე ხდება, სადაც სიღარიბეა იქ აუცილებლად არის ჭუჭყი და სიბინძურეც. როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე? როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ნაგავი და ჰიგიენური ნორმების აბსოლუტური მიუღებლობა თავისებური პროტესტია, რომელსაც ადამიანი (ან სულაც სოციუმი) სამყაროს მიმართ გამოხატავს, საკუთარი უბედობის ან წარუმატებლობის გამო. დაიწყეთ დალაგებით, გაუღეთ კარი უკეთეს მომავალს ისე, რომ მას თქვენკენ სავალი გზა სუფთა ჰქონდეს. სანამ არ ისწავლით "დალაგებას" - ოთახის, აზრების, თუნდაც თქვენი ქუჩის... ფინანსური სტაბილურობა თქვენთან არასოდეს მოვა.

3. "კონკიას სინდრომი" - უკეთესი მომავლის ქრონიკული მოლოდინი

გინახავთ ხალხი, რომელიც კაპიკს კაპიკზე აწებებს რაიმე ნივთის შესაძენად ამ დროს კი წლობით დადის ერთი და იმავე სამოსით? იქნებ ისეთი ქალებიც შეგხვედრიათ, ოჯახის წევრებს გაბზარულ-გაყვითლებული ჩაის ჭიქებით და თეფშებით რომ აიძულებენ სადილობას, იქვე გვერდით კი თაროზე ახალი, ლამაზი ჭურჭელი აქვთ ჩამწკრივებული - "სტუმრისთვის" ან "შავი დღისთვის". აი, აქ იმალება სიღარიბის კიდევ ერთი მიზეზი. ის "ხვალ" და ნანატრი სტუმრის სტუმრობის დრო შესაძლოა არც არასოდეს დადგეს. დატკბით აწმყოთი და იყავით ბედნიერი დღეს და ახლა. მიეცით თავს იმის უფლება, რომ იცხოვროთ ლამაზად!

4. ქვეცნობიერი დაპროგრამება "გაჭირვებაზე"

ბავშვები, რომელთაც უწევთ დახეულ, გაცვეთილ სამოსში გაზრდა, გაბზარულ-დაყვითლებული ჭურჭლით საკვების მიღება, ფერგადასულ თეთრეულში გამოძინება ავტომატურად "პროგრამდებიან" იგივე მომავალზე რაც რეალურად აწმყოში გააჩნიათ მის მშობლებს. შესაძლოა, თქვენ ერთი ხელი ახალი თეთრეული გქონდეთ, ნუ შემოდებთ მას თაროზე - გაიმეტეთ ის თქვენი შვილებისთვის. ასე ქმნით თქვენ უკეთეს მათ (თქვენს!) მომავალს.

გახსოვდეთ, სიმდიდრეც და სიღარიბეც თქვენი ქვეცნობიერის მიერ შექმნილი "პროდუქტია", ოსტატი კი ქოთანს ყურს იქედან გამოაბამს საითაც თვითონ არჩევს. აირჩიეთ უკეთესი ცხოვრება - იყავით ბედნიერი ახლა!

წყარო:www.adme.ru

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?