სლავური ჰოროსკოპი დოდოლა (დოლია) 13 ივნისი— 21 ივნისი

სლავური ჰოროსკოპი დოდოლა (დოლია) 13 ივნისი— 21 ივნისი

ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინტერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

დოდოლა (დოლია)

13 ივნისი-21 ივნისი

დოდოლას შვილები სულით ახალგაზრდა და ოპტიმისტები არიან მთელი სიცოცხლის მანძილზე. მათ გასაოცარი სასიცოცხლო პოტენციალი და გადამდები, დადებითი ენერგეტიკა გააჩნიათ. ეს ადამიანები ცოტათი ინფანტილურები, ბავშვურები და მხიარულები არიან. ზოგიერთ მათგანს, აქვს პერიოდები, როცა უბრალოდ ზარმაცობს და არ აქვს სურვილი თითის განძრევის, თუმცა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისინი მაინც ახერხებენ იცხოვრონ ისე, როგორც მოეხუშტურებათ. ამასთან ერთად, გარშემო მყოფებში არ გამოიწვიონ იოტისოდენი გაღიზიანებაც კი. დოდოლებს ხშირად უმართლებთ აზარტულ თამაშებში, პოულობენ კარგ სპონსორებს ან მეცენატებს, რომელთაც სურვილი უჩნდებათ ამ ხალხის პროექტები დააფინანსონ. გარდა ამისა, ისინი არაჩვეულებრივად სწავლებადი ინდივიდები არიან და მთელი სიცოცხლის მანძილზე იმაღლებენ ერუდიციის დონეს. ყველაზე დიდი ნაკლი, რაც დოდოლას პერიოდში დაბადებულ გააჩნია არის მისი უდისციპლინობა. ამ ხალხს ხშირად აბსოლუტური ქაოსი აქვს, როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში და სულაც არ აწუხებს ეს. ისინი საოცარი გამძლეობით გამოირჩევიან, ამიტომ ხშირად ახერხებენ თავი გაიტანონ აბსოლუტურად რთულ გარემოში. ძველ სლავებს მიაჩნდათ, რომ დოდოლას შვილებს სირთულეების დაძლევაში ყველაზე მეტად ეხმარება შინაგანი სისუფთავე და ბავშვური რწმენა იმისა, რომ მომავალში ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?