სლავური ჰოროსკოპი - იარილო 21 მარტი — 20 აპრილი

სლავური ჰოროსკოპი - იარილო  21 მარტი — 20 აპრილი

ექვემდებარებოდა.ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

იარილო (იარილა )

21 მარტი — 20 აპრილი

იარილოს პერიოდში დაბადებული ადამიანები, უზომოდ დიდი ენერგიულობით, შემართებითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. ინტერესით ითვისებენ ახალ-ახალ პროფესიებს და სულით ახალგაზრდები რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე. უმეტესწილად ემოციებით მოქმედებენ ვიდრე გონების კარნახით. სძულთ რუტინა და მოწყენილობა. ბუნებით ნოვატორები არიან, ამიტომ მათ შორის ხშირად ვხვდებით საკუთარი სფეროს პიონერებსა და მეცენატებს. ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან, ვერ იტანენ უსამართლობას და ხშირად ებმებიან ბრძოლაში ამ კუთხით.

ამ ადამიანებს გულწრფელად სწამთ სიკეთის და სიყვარულის, რის ხარჯზეც კოსმოსი მათ თავიდან არიდებს დიდ განსაცდელებს ან შედარებით მარტივად გადააქვთ სირთულეები. გარეგნულად შესაძლოა სრულიად თავმდაბალი, უბრალო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ მათი შინაგანი ცეცხლი გაცნობისთანავე მოგხვდებათ თვალში. მათ უმრავლესობას გულუხვობა და დიდსულოვნება ახსიათებს. ამიტომ იშვიათად ვხვდებით ამ ხალხის რიგებში ძუნწ ან ხელმომჭირნე პიროვნებას. არიან ფიცხები და მარტივად შეიძლება მათი წონასწორობიდან გამოყვანა. თუმცა, აგრესიასა და წყენას ძალიან მალე ივიწყებენ. მათთვის არ არის სასურველი კოლექტივში მუშაობა, იმიტომ, რომ ბუნებით გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი ახასიათებთ და შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ლიდერის პოზიციები ნებისმიერ სფეროში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?