სლავური ჰოროსკოპი - როჟენიცები 9 სექტემბერი / 11 სექტემბერი

სლავური ჰოროსკოპი - როჟენიცები   9 სექტემბერი / 11 სექტემბერი

ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინტერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

როჟენიცები

9 სექტემბერი-11 სექტემბერი

როჟენიცების ალეგორია, ორი ტყუპი დაა - დოლია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერ შემთხვევებზე იყო პასუხისმგებელი და ნედოლია, რომელიც სხვადასხვა ტიპის განსაცდელებს უვლენდა ხალხს. ადამიანები, რომელთაც როჟენიცების პერიოდში ერგოთ წილად დაბადება, ხშირად საკმაოდ მორცხვი, ასოციალური და მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ხშირად მალავენ საკუთარ თავზე ბევრ ინფორმაციას და არ უყვართ ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნა. მიდრეკილნი არიან ყველაფერი გაამარტივონ და ნებისმიერ სიტუაციაში ავლენენ გასაოცარ კრიტიკული ანალიზის უნარს. ძალზე ხშირად როჟენიცებს გააჩნიათ საქმე და პროფესია, რომელსაც ისინი ბოლომდე უძღვნიან თავს და ფაქტობრივად შეყვარებული არიან საკუთარ საქმიანობაზე. ხდება ისეც, რომ ეს ადამიანები სამსახურებრივ მოვალებას პირად ურთიერთობებზე წინაც აყენებენ კონკრეტულ მომენტში. უზომოდ შრომისმოყვარეებსა და დაკვირვებულებს, იზოლაციაში მუშაობა ურჩევნიათ ყოველთვის, ასე მათი პროდუქტიულობა ერთიორად იზრდება. სიყვარულშიც იმავენაირი პრივატულობა, სიტყვაძუნწობა და ემოციური თავშეკავებაა მათთვის დამახასიათებელი. სამაგიეროდ, იდეალური მეოჯახეები, მზრუნველი მეორე ნახევრები და ყურადღებიანი მშობლები არიან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?