. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინატერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.
ზიმა
22-30 ნოემბერი
ძველი სლავები ამ ქალღმერთს ულამაზესი, ნატიფი გარეგნობის მქონე ქალბატონის სახით გამოსახავდნენ. იგი თეთრი ცხენით გადაადგილდებოდა და გარემოს ქათქათა ფიფქებით რთავდა.
ზიმას შვილები, ცნობისმოყვარეები, ინტელექტუალურები, გამომძიებლური უნარებით დაჯილდოებულები არიან. მათ უყვართ აზარტი და რისკი. ინტერესდებიან მისტიკითა და ეზოთერიკით, არცთუ იშვიათად გააჩნიათ საქმიანობის რამდენიმე სფერო ან პროფესია. მათ უმრავლესობას გარშემო მყოფები "მოსიარულე ენციკლოპედიის" სტატუსსაც ანიჭებენ ხოლმე. ისინი შესანიშნავი თანამოსაუბრეები და კარგი მრჩევლები არიან სამეგობროში. ამ ადამიანებს უყვართ ლოგიკური მსჯელობა, არგუმენტირებული კამათი და ანალიზი.
მათ აქვთ საკუთარი, ცხოვრებისეული კანონები, რომლის შეცვლასაც ზიმას შვილებს ვერავინ აიძულებს. ისინი ერთი შეხედვით დიპლომატიური და მშვიდი, მაგრამ რეალურად საკმაოდ ჯიუტი, პრინციპული და თავისნათქვამა ინდივიდები არიან.
გამოირჩევიან მაღალი ეთიკური და მორალური ნორმებით, ძალზე იშვიათად არღვევენ კანონებს მუდამ ცდილობენ ყველაფერი ზედმიწევნით სინდისიერად გააკეთონ. გააჩნიათ უდიდესი პასუხისმგებლობის ნიჭი და ხშირად დებენ სასწორზე საკუთარ ინტერესებს, საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ.