სამი ღამის შემდეგ აიღეთ ეს ქილა. სასურველია, დილაობით შეასრულოთ ეს რიტუალი. აიღეთ შვიდი ბრინჯის მარცვალი და რიგრიგობით ჩააგდეთ ქილაში. ჩაგდებისას წარმოთქვით:
"პირველი მარცვალი - ესაა სურვილი, რომელიც უნდა იყოს ძლიერი და გაუტეხავი; მეორე მარცვალი - ესაა სიყვარული, რომელიც არის ძლიერი და ერთგული; მესამე მარცვალი - ესაა სიმდიდრე, რომელიც არის მნიშვნელოვანი და საჭირო;
მეოთხე მარცვალი - ეს არის ჯანმრთელობა, რომელიც არის უზადო და საუკეთესო; მეხუთე მარცვალი - ეს არის სიცოცხლის ძალა, რომელიც ჰარმონიაშია ჩემს ყოველდღიურობასთან; მეექვსე მარცვალი - ეს არის მფარველობის მარცვალი, ხოლო მეშვიდე მარცვალი - ეს არის სულიერების მარცვალი.
დაახურეთ თავზე და შეინახეთ მეორე დღემდე, მეორე დილას კი თავიდან - გამოიღეთ და კვლავ ჩაყარეთ ზუსტად შვიდი მარცვალი, რომელსაც ჩაუთქვამთ ზუსტად იმავეს, რაც წინა დღეს წარმოთქვით. რიტუალი უნდა შესრულდეს ყოველდღიურად, ხოლო როცა გაავსებთ ქილას, მოხარშეთ ბრინჯი და შეჭამეთ, ოღონდ მარილისა და შეკაზმვის გარეშე. იმ დღეს, როდესაც შეჭამთ ბრინჯს, სხვა არაფერი არ უნდა ჭამოთ, მხოლოდ წყალი შეგიძლიათ დააყოლოთ.
მეორე დღიდანვე იგრძნობთ საკუთარ თავში ისეთ ცვლილებებს, როგორზეც ადრე მხოლოდ ოცნებობდით.