ტაროს კარტების პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. რას უნდა ველოდოთ თებერვალში?

ტაროს კარტების პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. რას უნდა ველოდოთ თებერვალში?

1.

ვერძი

თებერვალი ვერძებისთვის წარმატებული პერიოდია. ფინანსები, სიყვარული, კარიერა... ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში აღმასვლა იწყება.

თვის შუა რიცხვებში აქტიურ ვერძებს ახალი ნაცნობობა ელოდებათ, შესაძლოა ეს ის ნაცნობობა იყოს, რომელიც “მას" გაპოვნინებთ. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ჯანმრთელობა ამ თვეში არ გიმტყუნებთ.

Astrologia

2 . კურო

თებერვალი კუროებისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რომლებიც აუცილებლად უნდა განიხილოთ. პერიოდულად, ემოციების გამძაფრება გექნებათ, მაგრამ სიმშვიდე და ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ.

ამ თვეში ბევრი საინტერესო წინადადება და ახალი ნაცნობობა გელით.ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ ხარჯებს ნუ გადაამეტებთ.

Astrologia

3. ტყუპი

ტყუპის უმრავლესობისთვის თებერვალი წარმატებული თვეა, განსაკუთრებით - სწავლისთვის, კავშირების გასაფართოებლად, მოგზაურობისა და ახალი ნაცნობობისთვის. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს სახლთან დაკავშირებული სასიამოვნო საზრუნავი გამოუჩნდებათ ამ თვეში. მოსალოდნელია ცვლილებები ოჯახში - პატარას დაბადება, ქორწილი ან ნათესავების სტუმრობა.
Astrologia

4 . კიბო

ყველაფერი რიგის მიხედვით წარიმართება. დაოჯახებულ კიბოებს დიდი ცვლილებები არ ელოდებათ, სამაგიეროდ, სამსახურშიც და ოჯახშიც სტაბილურობა ექნებათ.

ამ თვეში შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება ან პათოლოგია გაწუხებთ.

5 . ლომი

ეს თვე ლომებისთვის ძალიან აქტიური და ემოციურად დამღლელი იქნება, უკვე თვის დასაწყისიდან ისინი ყურადღების ცენტრში მოექცევიან. კარგი პერიოდია ახალი ბიზნესის წამოსაწყებად ან ახალ სამსახურში გადასასვლელად. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას - შესაძლოა იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმი დასვენებას მოგთხოვთ.

6 . ქალწული

თვის დასაწყისში ქალწულები ისეთ წინადადებას ან შეთავაზებას მიიღებენ, რომელმაც შესაძლოა მათი ემოციური დისბალანსი გამოიწვიოს. ნუ წახვალთ თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. უკუაგდეთ ეჭვები და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ.

შესაძლოა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან საზღვარგარეთ წასვლა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წინსვლა იქნება. თებერვალი ტრანსფორმაციებითაა სავსე. შიში გაქრება და რაღაც ძველი დამთავრდება, რომ ახალი დაიწყოს.
Astrologia

7. სასწორი

თვის პირველი ნახევარი სასწორებს კარგი ფულადი შემოსავლით გაახარებს. შეეცადეთ არ დაწვრილმანდეთ და დაიცავით თქვენი ინტერესები, თუ ამის საჭიროება იქნება.

თვის მეორე ნახევარში სასწორები შეძლებენ მეტი დრო დაუთმონ ოჯახს, განსაკუთრებით უფროს თაობაზე ზრუნვას. კარგი პერიოდია სახლის კეთილმოსაწყობად, ძვირფასი ნივთების შესაძენად, თუმცა აკონტროლეთ ხარჯებიც, რადგან შესაძლოა დაგეგმილთან ერთად დაუგეგმავი ხარჯიც მოგემატოთ.

8 . მორიელი

სურვილების ასრულება, ბევრი სიხარული, სასიამოვნო სიურპრიზები და კარგი ფულადი შემოსავლები - აი, რა გელით თებერვალში. ბევრ მნიშვნელოვან კითხვაზე სასურველ პასუხს მიიღებთ. თებერვლის დასაწყისიდან თქვენი განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ამაღლებული იქნება და ვერაფერი ვერ დაგამწუხრებთ.

მოსალოდნელია ორსულობა, როგორც თვითონ მორიელისთვის, ისე მის ახლო წრეში. კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. შესაძლოა ხანმოკლე მოგაზურობა.

9 . მშვილდოსანი

თებერვლის მთავარი თემა მშვილდოსნისთვის მისი ჯანმრთელობაა. თუ ბევრს მუშაობთ, არასწორად იკვებებით ან ცივ ამინდში უქუდოდ სეირნობთ, გაციება ან სხვა უსიამოვნება არ აგცდებათ. აიღეთ შვებულება და სადმე გაემგზავრეთ.

შესაძლებელია მოულოდნელი წინადადებები: ხელის თხოვნა ან მონაწილეობა საინტერესო პროექტში. აკურატულად მოეკიდეთ ხარჯებს. შეეცადეთ ფული ჭკუით გადაანაწილოთ.

10 . თხის რქა

თვის დასაწყისიდან ბევრი სამუშაო გექნებათ. შეეცადეთ არ გადაიღალოთ და ენერგიას გაუფრთხილდეთ, რომ მერე დეპრესია არ დაგეწყოთ.კარგი კვება და ძილი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!

დაოჯახებული თხის რქები თებერვლის ბოლოსთვის ცხოვრების მეგზურებთან კომპრომისს გამონახავენ.ამავე პერიოდში მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ მსხვილი შენაძენების გაკეთებამდე თავი შეიკავეთ, მარტის შუა რიცხვებამდე მაინც.

11 . მერწყული

მერწყული ბევრ რამეზე ფიქრობს: სამსახურის შეცვლა, ახალი ურთიერთობები, საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ცხოვრების მთავარი დანიშნულება. ამოისუნთქეთ, პაუზა გააკეთეთ და რამე სასიამოვნოზე გადაერთეთ, რომ მერე ყველაფერს სხვა კუთხიდან შეხედოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

მატერიალური თვალსაზრისით, ეს თვე მერწყულისთვის ძალიან კარგია. მერწყული დაცულად იგრძნობს თავს ფინანსური კუთხით. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა კურორტზე დასვენება გაჩუქოთ, მაგრამ სანამ თხილამურებით დაეშვებით, დაფიქრდით, სიფრთხილე არ გაწყენდათ.

12 . თევზი

თებერვალი თევზებისთვის სულიერი განვითარების და შინაგანი რევიზიის პერიოდია, ამიტომ ნებისმიერ კონფლიქტს თავი აარიდეთ და დიპლომატიურობა გამოიჩინეთ.

კარგი დროა რამის შესასწავლად, ახალი ინფორმაციების მოსაძიებლად. ამ პერიოდში შესაძლოა რაიმე საიდუმლო გაიხსნას, რომელიც სიცხადეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. კარგი იქნება, თუ თებერვლის შუა რიცხვებიდან სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებთ და ჯანმრთელობაზე იზრუნებთ.
Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?