ტესტი: აირჩიე გასაღები და გააღე შენი ქვეცნობიერის კლიტე

ტესტი: აირჩიე გასაღები და გააღე შენი ქვეცნობიერის კლიტე

1. ყველაზე უბრალო გასაღები აირჩიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაციონალური და სტაბილური ადამიანი ბრძანდებით. საკმაოდ ჯიუტი და მიზანმიმართული ხართ. ცხოვრებაში გონებით და არა გრძნობით ხელმძღვანელობთ. გარშემო მყოფებს საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ჰგონიხართ. შეიძლება ან ასეთი ტაქტიკა აირჩიეთ, ან გარკვეულმა წარსულმა სიტუაციამ გაქციათ ასეთად.

2. რთული, ჩახლართული ორამენტებიანი გასაღები მიუთითებს, რომ საკმაოდ მკაცრად ექცევით გარშემო მყოფებს. ამის გამო ზოგიერთი გაგირბით კიდეც. ალბათ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, ხელქვეითები პატივს გცემენ, მაგრამ ეშინიათ თქვენი. საკუთარ თავსაც კი მკაცრად ექცევით. მოდუნდით, ყველანი ადამიანები ვართ და

არა რობოტები.

3. ოთხფოთლიანი გასაღები თუ აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ ოპტიმისტი ადამიანი ხართ. ხელმძღვანელობთ პრინციპით: "ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება". ამ დევიზმა არაერთხელ გადაგარჩინათ ცხოვრებაში. თუმცა, ყურადღებით უნდა იყოთ, ზედმეტმა ოპტიმიზმა შეიძლება საშიშროება ვერ დაგანახოთ.

4. არაორდინარული პიროვნება ხართ. ამაზე თქვენ მიერ არჩეული გასაღების ფორმა მიუთითებს. ვიმედოვნებთ, რომ შემოქმედებითი სფეროს წარმადგენელი ხართ. ყველა იდეის განხორციელებას შეძლებთ. მთავარია, მოინდომოთ და არ იზარმაცოთ. ხანდახან ქარაფშუტა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და ზედმეტ ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს.

5. საიმედო გასაღები აირჩიეთ. ის ყველა კარს გაგიღებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. არანაირი დაბრკოლება არ გელით. თქვენ ძლიერი, ქარიზმატული პიროვნება ხართ. არ იზიარებთ გარშემო მყოფების აზრებს და ერთგული ხართ საკუთარი პრინციპების. გირჩევთ, დროდადრო აღიაროთ საკუთარი შეცდომები.

6. კლასიკური გასაღები აირჩიეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კონსერვატიული ადამიანი ხართ, წინაპრების მიერ დადგენილი წესრიგის დამცველი, რომელიც რთულად ეგუება ცვლილებებს. წესიდან მცირე გადახვევაც კი სტრესში გაგდებთ. ეცადეთ, შეიცვალოთ. წინ სიახლეები გელით და ნუ ჩაიკეტებით ნიჟარაში.

წყარო