თილისმა თქვენს თითებზე - ძვირფასი ქვების სწორად ტარების ინსტრუქცია

თილისმა თქვენს თითებზე - ძვირფასი ქვების სწორად ტარების ინსტრუქცია

არაერთგზის გსმენიათ. ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად მოგვმართავენ ხოლმე კითხვებით, მაინც რომელი ქვა და როგორ უნდა ატარონ საიმისოდ რომ იგი, ამა თუ იმ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმაროს მათ. ამჯერად გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, როგორია ძვირფასი ქვებისა და თითების შესაბამისობა. გამომდინარე იქედან, რომ ადამიანის ხელები თავისებურ ანტენას წარმოადგენს, რომელიც ამ უკანასკნელს კოსმოსთან აკავშირებს ენერგეტიკული კუთხით. აუცილებელია სწორად შეარჩით ხელის თითი და კონკრეტული ძვირფასი ქვა, შესაბამისი ბეჭდის სატარებლად.

ასე მაგალითად: ცერი თითი პლანეტა მარსს შეესაბამება. ამ თითზე მასიური ბეჭდის ტარებაა სასურველი, რომელიც მოლურჯო-მომწვანო ფერის ქვით იქნება გაწყობილი (მაგ. საფირონი ან ლაზურიტი). ბეჭედი ამ თითზე ხელს უწყობს თაყვანისმცემლების სიმრავლეს, თუმცა რაკიღა მარსი ანატომიურად თავთან ასოცირდება ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლოა არცთუ გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე პარტნიორები მოიზიდოს თქვენკენ ბეჭედმა.

Astrologia

საჩვენებელი თითი იუპიტერის ენერგეტიკასაა

- ამიტომ ამ თითზე აჯობებს ბეჭედი ატაროს ხალხმა, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება სურს. სასურველია, ბეჭედი საჩვენებელ თითზე იყოს გაწყობილი საფირონით ან აქვამარინით. ამასთან ერთად ჯობია იგი ოქროსგან იყოს დამზადებული.

შუა თითი სატურნის ენერგეტიკას ემთხვევა - ამიტომ ამ თითზე ბეჭედის ტარება ხელს უწყობს გენეტიკური ვალების გადამუშავებას და ზოგადად, საკუთარი ბედის შეცვლას. შესაბამისად, ბეჭედი რომელსაც შუა თითზე ვიკეთებთ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული. საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ არის ვერცხლის ბეჭედი, რომელიც გაწყობილი იქნება ე.წ. მთვარის ქვით.

უსახელო თითზე რომელიც ენერგეტიკულად მზეს შეესაბამება და კავშირშია გულთან და ზოგადად ემოციურ სამყაროსთან, ატარებენ საქორწინო ბეჭედს. სასურველია გარდა ქორწინების ბეჭდისა ამ თითზე ატაროთ წითელი თვლებით - ლალით, ძოწით და ტურმალინით გაწყობილი სამკაული.

Astrologia

დაბოლოს ნეკი მერკურის ენერგეტიკას იმეორებს

. შესაბამისად, ამ თითზე ბეჭდის ტარება სასურველია მაშინ, როცა გიწევთ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა ან თქვენი საქმიანობა მასმედიას, ტელევიზიას უკავშირდება. კარგი იქნება თუ ნეკისთვის შერჩეულ ბეჭედს ზურმუხტის ან ქრიზოლიტის თვლიანს აარჩევთ.

წყარო: esotericblog.ru

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?