გადაულახავ პრობლემას აწყდება ხოლმე პარტნიორულ ურთიერთობაში – ამ პრობლემას სახელად სიდედრი ეწოდება. როგორც ჩვენი მკითხველებისგან შევიტყვეთ, სტატიამ საუკეთესო დედამთილების შესახებ თავისთავად გააჩინა კითხვა, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნის სასიდედროებთან გაუადვილდებათ პოტენციურ სასიძოებს ურთიერთობა... მოგეხსენებათ, სიდედრიც არის და სიდედრიც. ასე რომ, ამჯერად უკვე საუკეთესო სიდედრების სამეულს წარმოგიდგენთ:
ლომი - ამ ქალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც სიდედრი იშვიათად ერევა საკუთარი შვილის პირად ცხოვრებაში რის გამოც როგორც წესი წარმოიქმნება კიდეც სიძე-სიდედრს შორის ძირითადი პრობლემები. ქალი ლომი იმდენადაა დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, იმიჯითა და პროფესიული საქმიანობით, რომ სიძესთან საკამათოთ არც დრო რჩება და არც სურვილი. გარდა ამისა, იგი უზომოდ თავმოყვარე არსებაა. შესაბამისად, თუკი პოტენციური სასიძო მას რამდენჯერმე მაინც მიართმევს ვარდების თაიგულს ან ჩაცმულობის სტილს შეუქებს და აღნიშნავს, რომ გემოვნებიანი ჩაცმა-დახურვის ჩვევა მის ცოლს თურმე დედისგან რგებია, სიდედრი ლომი კმაყოფილებისგან კრუტუნს დაიწყებს და ნაკლებად შეგეხებათ.
მორიელი – ალბათ ყველას გაგიგიათ მითი ქალი მორიელების აუტანელი ხასიათის შესახებ. თუმცა ეს მითი მორიელის შემთხვევაში დედამთილობაზე უფრო ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ სიდედრი მორიელი გაცილებით უკეთ ახერხებს საერთო ენის გამონახვას სიძესთან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ქალს ორი მამაკაცური პლანეტა მართავს და მისთვის მამაკაცები უფრო "ახლობლები" არიან თავისი არსით ვიდრე ქალთა სქესი. შესაბამისად, თქვენი პოტენციური სიდედრის მოსახიბლად საკმარისია პატიოსანი, სამართლიანი დამოკიდებულება გქონდეთ მისი შვილის მიმართ. ამასთან ერთად, თუკი სიდედრს სამომავლოდ ავტომანქანის შეკეთებაშიც დაეხმარებით (მათი უმრავლესობა საჭეს უზის როგორც წესი) ჩათვალეთ, რომ მისი სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე შეგიძენიათ.
კურო – უმთავრესი ხიბლი იმისა, რომ თქვენი სიდედრი ან პოტენციური სიდედრი ზოდიაქოს ნიშნით კუროა, მდგომარეობს იმაში, რომ გემრიელი კერძების კეთება, რომელიც ნებისმიერი კურო ქალის სავიზიტო ბარათია ალბათ მის ქალიშვილსაც ეცოდინება. თუ ეს ასე არ არის და შვილი დედის კვალს არ გაჰყვა, არ ინერვიულოთ. სიდედრი კურო თავად გაგანებივრებთ გემრიელი სადილებით. მთავარია, მან თქვენში ოჯახის კაცი, ერთგული მეუღლე და ყურადღებიანი ადამიანი ამოიცნოს. კუროები ძალიან აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ სიდედრი კურო მშვიდად იქნება თუკი თქვენ სტაბილური შემოსავლის წყარო გაგაჩნიათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბედის უკუღმართობით უსამსახუროდ დარჩით (ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება), იგი ყოველგვარი წუწუნის გარეშე გამოუწოდებს თქვენს ოჯახს დახმარების ხელს. კუროს დახმარება კი მერწმუნეთ ერთობ სოლიდური თანხით განისაზღვრება.