TOP სამი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

TOP სამი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი

თუმცა, ადამიანები ყველანი ინდივიდუალურები ვართ. შესაბამისად, ხშირად სიტუაცია და გარემოც დიდწილად განაპირობებს იმას, რამდენად გვაქვს უნარი ვუერთგულოთ ვინმეს. მაგრამ მიუხედავად ზემოხსენებული "შემამსუბუქებელი" ფაქტორებისა, არსებობს ხალხი, ვისაც ერთგულებისა და სტაბილურობის უნარი დაბადებიდანვე აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი. ასტროლოგიურად ამ ყველაფრის ახსნა საკმაოდ მარტივად შეიძლება. საქმე იმაშია, რომ სტიქიები, რომელთაც ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი განეკუთვნება თავის მხრივ სამ ფსიქოტიპში ერთიანდება – კარდინალური, მუტაბელური, ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ რამდენად ერთგულია ესა თუ ის პირი.

პრინციპულობითა და სიჯიუტით ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნები გამოირჩევიან: ლომი, მერწყული, მორიელი და კურო ყოველთვის მყარად დგანან საკუთარ მოსაზრებაზე, ეს ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იცვლიან აზრს.

კარდინალური ნიშნები გაცილებით უფრო მეტი მდგრადობით ხასიათდებიან. ვერძს, კირჩხიბს, თხის რქასა და სასწორს მიუხედავად იმიჯისა, არასოდეს ახასიათებთ მორჩილების ან სხვისი აზრის/შეხედულების გავლენაში მოქცევა.

ხოლო მუტაბელურ ნიშნებს შორის ძალიან ხშირად გვხვდებიან ცვალებადი, არამდგრადი ფსიქიკის ადამიანები. ტყუპი, მშვილდოსნები, ქალწულები და თევზები ძალზე ხშირად იცვლიან პრიორიტეტებსა და მიმართულებას ამის გამო მათზე ბოლომდე დაყრდნობა არ ღირს.

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე მეტად ერთგულების უნარით ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის მხოლოდ სამი ნიშანია დაჯილდოებული. ესენი არიან: თხის რქები, კუროები და მორიელები.

თხის რქის ერთგულება სიჯიუტეს და მოვალეობის გრძნობას ეფუძნება.

კუროს ერთგულება მიჩვევას.

ხოლო მორიელის ერთგულება ემოციურ მიჯაჭვულობაზეა აგებული.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?