როგორ გგონიათ, მიმტევებლობა ხასიათის დადებითი თვისებაა თუ ზედმეტი სისუსტე, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში? ეზოთერულად წყენის დაგროვება და შურისძიების სურვილი არასოდესაა გამართლებული. იმიტომ რომ, ბოღმა არათუ სასიცოცხლო წლებს ამოკლებს, არამედ იწვევს გარკვეულ ქრონიკული დაავადებებისკენ მიდრეკილებას, რომელიც ზუსტად რომ დაგროვილი და გამოუთქმელი წყენის შედეგია. ამიტომ მიმტევებლობა და ზოგადად, ემოციების თავისუფლად გამოხატვის ნიჭი ყოველთვის გაცილებით უფრო მომგებიანი სვლაა ადამიანისთვის, ვიდრე უკმაყოფილების გულში ჩაკვლა ან სულაც შურისძიების სურვილი.
დღეს გვინდა სამ ყველაზე გულჩვილ და ემოციურ ზოდიაქოს ნიშანზე გესაუბროთ. ეს ის ხალხია, ვისაც მარტივად გამოსდის პატიება და ხშირად სტკივა სხვების სატკივარი ისე, როგორც საკუთარი თავის...
კურო - ერთი შეხედვით ალბათ უემოციო და ინერტული ტიპი გგონიათ, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია გრძნობების საჯაროდ გამოხატვის და აფიშირების უნარი. კურო მშვიდი და გაწონასორებულია, არ უყვარს ზედმეტი აყალმაყალი. თუმცა, გულის სიღრმეში ეს ხალხი საშინლად პოეტური და რომანტიკულია. ბევრი მათგანი ჩუმ-ჩუმად უყურებს სენტიმენტალურ სერიალებს და სხვების გასაჭირის მიმართაც არ არიან გულგრილები. კუროებს არ უყვართ ემოციების საჯაროდ გამომჟღავნება, სამაგიეროდ, მისი გულის აჩუყება თუ შეძელით (რაც საკმაოდ მარტივია) შესაძლებელია მისი სახით კარგი მფარველი და მეგობარი შეიძინოთ თანაც დიდი დროით.
სასწორი - მშვიდობისმოყვარე, კეთილმოსურნე და ესთეტი ხალხია. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს შორისაც სუფევდეს სიკეთე და სიყვარული. სასწორები გულჩვილები და სითბოს მოყვარულები არიან. ბევრი მათგანი იმდენად ვერ იტანს უხეშობას და აყალმაყალს, რომ მზადაა თუნდაც შუამავლის როლი ითამაშოს გადამტერებული მხარეების დაზავების საქმეში. მისი გულის აჩუყება კარგ ლექსს, ლამაზ ნახატს ან კინოშედევრებს შეუძლია. იგი ხშირად ტირის სასიყვარულო ისტორიებზეც.
თევზები - ყველაზე გულსათუთი და "მტირალაა" ჩამოთვლილ სამეულს შორის. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი ინტუიცია და შინაგანი ჰუმანიზმი ახასიათებს. ისინი მარტივად ხვდებიან სხვა ადამიანების გულისნადებს და ემოციურ დონეზე ისევე სტკივათ სხვისი ტკივილი, როგორც თავისი. ბევრი თევზი მზადაა ხელი გაუწოდოს გაჭირვებულებს, ისე რომ არც კი გადაამოწმოს მათი პრობლემების რეალურობა. ზუსტად ამ მიზეზითაა, რომ ხშირად გაცილებით უფრო გაქნილი და გამჭრიახი არამზადები სარგებლობენ მათი სისუსტით.