არიან. შესაბამისად, ზოგის ხასიათში სისასტიკის ელემენტები ჭარბობს, ვიღაცას ანგარიშიანობა ახასიათებს, ზოგი კი უბრალოდ და უკიდეგანოდ კაცთმოყვარეა. თუმცა, საიმისოდ, რომ მსგავს კონდიციას მიაღწიოს ადამიანმა, ხშირად საკუთარ თავზე მუშაობაა აუცილებელი. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც დაბადებიდანვე გააჩნია თანდაყოლილად ადამიანების და ზოგადად, კაცთა მოდგმის მიმართ სიყვარული. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა.
მშვილდოსანი - იუპიტერი, პლანეტა, რომელსაც ასტროლოგები "დიდი ბედნიერების" პლანეტასაც უწოდებენ, მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს და ამ ადამიანებში უზრუნველყოფს ხასიათის ისეთ თვისებებს როგორიცაა: სულგრძელობა, გულუხვობა, კაცთმოყვარეობა და სიკეთე. მშვილდოსნები უნაკლოები არ არიან, თუმცა, ყოველთვის ახერხებენ ნაკლოვანებების დაკომპენსირებას გულითადი დამოკიდებულებით საქმისა და ადამიანების მიმართ. ისინი მთელი გულით ეხმარებიან მეგობრებს და უბრალოდ ნაცნობებსაც კი, თუკი თვლიან, რომ მათი დახმარება ვინმეს ესაჭიროება. მშვილდოსანი ბუნებით ოპტიმისტია, შესაბამისად, მისი დახმარება სხვების მიმართ ხშირად სტიმულის მიცემაშიც გამოიხატება. ამ ქარიზმატულ და მუდამ მოღიმარ ადამიანებს იშვიათად ნახავთ ცუდ განწყობაზე მყოფთ. შესაბამისად, მათი ამგვარი უდარდელობა გადამდებია გარშემო მყოფთათვის.
მერწყული - გლობალურად მოაზროვნე და უზომოდ ჰუმანური ნიშანია. მერწყულს არ უყვარს სიყვარულის ენის მოჩლექით ან ფერებით გამოხატვა. სამაგიეროდ, იგი ყოველთვის მზადაა დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს ნებისმიერ სულიერს მსოფლიოს მასშტაბით. მერწყულები ხშირად გვხვდებიან სხვადასხვა უმცირესობათა უფლებადამცველის პოზიციაში. ასევე თავგამოდებით იცავენ ისინი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლით დაბადებული ადამიანების მოთხოვნებს. მერწყულს მოსწონს ყველაფერი ორდინალური, შესაბამისად, სიმპათიითა განწყობილი თუნდაც გაუწონასწორებელი ფსიქიკის მქონე ინდივიდების მიმართ და ხშირად მათზე დამამშვიდებლადაც კი მოქმედებს. ეს ფართო მასშტაბის ჰუმანისტი და კაცთმოყვარე ადამიანია. რომელიც მუდამ მზადაა იბრძოლოს ჩაგრულთა უფლებების დასაცავად.
თევზები - უზომოდ ინტუიციური, გულჩვილი და საოცრად თავგანწირული ზოდიაქოს ნიშანია. თევზების ზოდიაქო ყველაზე მეტი ოდენობით წარმოშობს სხვადასხვა სოციალურ სამსახურებში დასაქმებულ ინდივიდებს. სხვებისთვის სიკეთის კეთება და დახმარება ნებისმიერი თევზის მოვალეობაა. ისინი ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებიან სხვის ტკივილსა და სულიერ პრობლემებს. მათთვის ბუნებრივია მოირგონ ფსიქოლოგის და ე.წ. "ემოციური გამტარის" როლი, როცა გარშემო მყოფთაგან ვინმეს უჭირს და დახმარებისთვის მიმართავს. თევზები კარგად გრძნობენ სხვის ტკივილებს იქნება ეს ფიზიკური თუ ემოციური, შესაბამისად, მათი თანაგრძნობა არასოდესაა ყალბი და ფორმალური არავის მიმართ.