თუ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ძლიერი და უპირატესობებით დაჯილდოებული სხვებთან შედარებით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზემოხსენებული "სიძლიერის" დეფინიცია ნებისმიერ ნიშანთან მიმართებაში ინდივიდუალურად განისაზღვრება. ვერძი ძლიერია ბრძოლაში, კურო - სტაბილურობაში, ტყუპი აზროვნება/კომუნიკაციის საკითხში და ა.შ.
თუმცა, საკითხი იმის შესახებ თუ მაინც რომელია "ყველაზე, ყველაზე" ისევ აქტუალურად განიხილება. ასტროლოგების აზრით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულის სიძლიერე, ხასიათის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა და ოპტიმიზმის ჭარბი დოზა მოიაზრება. მარტივი ჭეშმარიტებაა, საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული და ოპტიმისტი ადამიანები ყველგან უყვართ და ყველა ემორჩილება ასეთი ინდივიდის ქარიზმას. ზემოხსენებულ დახასიათებას კი სამი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი მიესადაგება ყველაზე უკეთ:
ვერძი - ზოდიაქოს პირველი ნიშანია. მუდამ ლიდერობას ესწრაფვის. ამიტომ ყოველთვის და ყველგან შეუძლია იყოს პირველი. თუმცა, ხასიათში მას ნაკლიც ბევრი აქვს. არ უყვარს სხვების მოსმენა, იშვიათად გეგმავს მოქმედებას, იქცევა იმპულსურად და ძალიან ხშირად აფუჭებს ურთიერთობებს უტაქტობითა და სიფიცხით. ვერძი, რომელიც საკუთარ ხასიათში ზემოხსენებული ნეგატიური თვისებების მართვას ეჩვევა (და ეს სავსებით შესაძლებელია მონდომების შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერძისთვის შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია!) ხდება ჭეშმარიტი ლიდერი და საზოგადოებაში პატივსაცემი პიროვნება. რომელსაც რჩევას ყოველთვის ეკითხებიან.
ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება აქვს იბრწყინოს და იყოს მეთაური. მაგრამ ძალიან ხშირად დროზე ადრე ცდილობს მოირგოს ხელმძღვანელისა და ლიდერის სადავეები. ამბიციები უსწრებენ წინ მის გამოცდილებას. ამის გამო არაერთგზის ხდება საყოველთაო დაცინვის ან მწარე დამარცხების ობიექტი. ყველაფერში კი დამნაშავე ხშირად ლომის აღზრდაა. ლომი, რომელსაც ბავშვობის ასაკიდან ასწავლეს სუსტების მფარველობა, სხვების დაცვა და გარშემო მყოფების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, დიდ ასაკში გასაოცარი სულის სიძლიერის მქონე, ბრძენი და გულუხვი ადამიანი იზრდება.
თხის რქა - ალბათ ყველაზე მეტად გიკვირთ სამეულში თხის რქის ნომინირება. თუმცა, ამაში გასაკვირი არც არაფერია. პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქას მართავს საკუთარ "შვილებს" გასაოცარ ნებისყოფას, სულიერ სიძლიერეს, ამტანობასა და სიჯუტეს ანიჭებს. თხის რქა ჭეშმარიტი სპარტანელია, მას აქვს ძალა სხვისი ტვირთი აიღოს საკუთარ მხრებზე სატარებლად და ამით გაცილებით უფრო სუსტი ადამიანები გაათავისუფლოს. თუმცა, სატურნული პირქუშობა და სიხისტე ხშირად უღობავს გზას და აბრკოლებს საყოველთაო აღიარების მისაღწევად. თუკი იგი უფრო მეტ ოპტიმიზმს და რაც მთავარია, ღიმილს მიეჩვევა მისი პოპულარობა სწრაფად გაიზრდება გარშემო მყოფთა შორის.