კირჩხიბი
– ერთი შეხედვით უწყინარი, მოსიყვარულე და მზრუნველი ტიპი გგონიათ? იქნებ იგი ასოციალური და ყველაზე მუდო თანამშრომლების სიაში გყავთ შეყვანილი... ჰოდა, აქ ცდებით ზუსტად... სწორედ ამ "ნაცრისფერ" ადამიანს შეუძლია თქვენთვის სამსახურეობრივ კიბეზე ოსტატური და რაც მთავარია, კარგად დაგეგმილი სარმის გამოდება... თანაც ისე, რომ კარგა ხნის მანძილზე აზრადაც ვერ მოხვალთ, რომ ეს ყველაფერი მისი ხელწერაა. შესაძლოა ზუსტად ვერც კი გაიხსენოთ, როდის, რა ან რატომ აწყენინეთ (ან აწყენინეთ კი საერთოდ?) კირჩხიბის შურისძიება მოულოდნელი და ხანგრძლივი იქნება.
თევზები – ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ ამ ადამიანებს როგორც წესი გულში ბოროტი განზრახვა არც არასოდეს უდევთ როცა ვინმეს რაიმე სახის დიდ დავიდარაბაში ხვევენ... თევზები დაბნეულები არიან. შესაბამისად, გამიზნულად მისი მტრობის ალბათ არც უნდა გეშინოდეთ, თუმცა წყენია და ბუტია თევზი თუ ოდესმე გაანაწყენეთ (და მის შემთხვევაში ეს კირჩხიბზე უფრო მარტივად მოსახერხებელი და საუკუნოდ გამოურკვეველი რამაა), შესაძლოა მან თავისდაუნებურად ჭორების გავრცელებით ან საჭირო ხალხთან თქვენი რეპუტაციის შელახვით გაგიფუჭოთ საქმე. მისი "სიმართლის" კი როგორც წესი ყველას სჯერა გარშემო.