თვითგადარჩენის ინსტინქტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თვითგადარჩენის ინსტინქტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მართალია, რობინზონ კრუზო გამოგონილი პერსონაჟი გახლავთ, მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურულ გმირს გააჩნია რეალურ პიროვნებასთან სახასიათო შესაბამისობა. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ზოდიაქოს ნიშნით ბატონი რობინზონი? მე ვფიქრობ რომ კირჩხიბი... დიახ, დიახ ერთი შეხედვით უმწეო და მოწუწუნე, თუმცა რეალურად ძალიანაც გამძლე და სიცოცხლისუნარიანი ნიშანი. თუმცა, მოდით, თანმიმდევრობას მივყვეთ და გავიგოთ, რამდენად გააჩნიათ ზოდიაქოს ნიშნებს თვითგადარჩენის ნიჭი და ვინ, როგორ ამჟღავნებს მას კონკრეტულ სიტუაციაში.

როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ყველაზე დიდი სიცოცხლისუნარიანობით და გამძლეობით ცეცხლის სტიქიის ნიშნები გამოირჩევიან. ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს მმართველი სტიქიიდან გამომდინარე პირველ რიგში ოპტიმიზმის უდიდესი დონე შველით ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობას მშვიდობიანად რომ დააღწიონ თავი.

ვერძს ძლიერი აქვს თავდაცვის ინსტიქტი. მას ასევე გააჩნია სწრაფი რეაგირების უნარი და მოქნილობა.

ლომი წინდახედული და მამაცია . სახიფათო სიტუაციებში, არამხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად, სხვების უსაფრთხოებაზეც ზრუნავს.

მშვილდოსანი "ქუდბედიანია", ამიტომ ხშირად უმართლებს და სახიფათო სიტუაციებში უმნიშვნელოდ ზარალდება. ამასთან ერთად, არასოდეს კარგავს იუმორის გრძნობას და ძალა შესწევს, დასცინოს საკუთარ პრობლემებსაც კი.

არანაკლები მოქნილობით გამოირჩევიან სტრესულ სიტუაციებში ჰაერის სტიქიის ნიშნები . თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ძალზე ხშირად ამ ადამიანებს რისკის სიყვარულის გამო თავად უწევთ თავი გამოუვალ სიტუაციაში ჩაიგდონ.

ტყუპი ყოველთვის ახერხებს სათადარიგო სვლის მოფიქრებას . ამასთან ერთად, გონებაც ისევე უჭრის, როგორც ბასრი ენა. ეს კი ხშირად შველის ტყუპს კრიტიკულ მომენტში.

მერწყული ძირითადად საკუთარ ინტუიციას უნდა დაეყრდნოს

განსაცდელის ჟამს. როგორც წესი, ამ ადამიანებს აქვთ წინასწარხედვის კარგი ნიჭი, ეს კი საშუალებას აძლევს ბევრ მერწყულს თავიდან აიცილოს მოსალოდნელი პრობლემები.

სასწორი ყველაზე ნაკლებად გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით და თვითგადარჩენის ნიჭით. ამ ადამიანებს ყოველთვის ვიღაცის იმედი აქვთ. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ სასწორს საკუთარ თავში ოპოზიციური ვერძის თვისებები გააძლიერონ, როგორც იტყვიან, "კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს".

ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის და სწრაფი ადაპტაციის უნარი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ძალზე დაბალია მიწის სტიქიის ნიშნებში . ამ ადამიანებს უჭირთ შეჩვეული სიტუაციიდან, შეუჩვეველ მდგომარეობაზე მყისიერად გადაწყობა. ბევრი მათგანი, სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესსაც განიცდის ამ დროს.

კუროს ყველაზე მეტად უჭირს მოულოდნელ პრობლემებთან შეგუება და ადაპტირება. მას ხშირად არ შეუძლია მოკლე დროში მიიღოს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებები. რის გამოც, ხშირად ზარალდება ექსტრემალურ სიტუაციებში.

ქალწულიც ძნელად ახერხებს უსიამოვნო სიურპრიზებს გაართვას თავი. თუმცა, მას შესწევს ძალა სწორად და დეტალურად გაიაზროს სიტუაცია, რაც დაეხმარება საბოლოო ჯამში გამოსავლის პოვნაში.

თხის რქა ყველაზე ამტანი და გამძლეა მიწის ნიშნებს შორის. მართალია, კუროსა და ქალწულის მსგავსად ისიც რთულად ეგუება ფორს-მაჟორულ სიტუაციებს, მაგრამ თხის რქას გააჩნია დიდი სულიერი და ფიზიკური რეზერვი, რის ხარჯზეც ადვილად იტანს ნებისმიერი სახის განსაცდელსა და სირთულეს.

დაბოლოს, წყლის სტიქიის ნიშნებში, ყველაზე მეტადაა გამოვლენილი ტრანსფორმაციისა და ემოციური თავდაცვის ნიჭი . ამ მხრივ უნდა გამოვყოთ კირჩხიბი, რომელსაც როგორც წესი, ერთი შეხედვით ერთობ სუსტი და დაუცველი ინდივიდის შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია სხვებზე, სანამ რეალური განსაცდელის წინაშე არ აღმოჩნდება. აი, აქ ვლინდება კიბოს უნიკალურობა, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს შორის კირჩხიბზე ძლიერად თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც არც ერთ სხვა ნიშანში არაა გამოვლენილი. მით უმეტეს, თუკი საქმე ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების დაცვას ეხება.

არანაკლებ ძლიერია ფორს-მაჟორულ სიტუაციებში მორიელი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ექსტრიმი ეს ის თემაა, რომელიც მორიელისთვის არა მოულოდნელობა, არამედ ნორმა და ცხოვრების წესიც კია . ამიტომ ექსტრემალურ სიტუაციაში ეს ხალხი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

დაბოლოს, რაკი თევზები ვახსენეთ, თავად ამ ნიშნის წარმომადგენლებზეც უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა. .. თევზის ზოდიაქო, ყველაზე სუსტად გამოვლენილი თავდაცვის ინსტინქტით და თვითგადარჩენის უნარით ხასიათდება. თუმცა, თევზს აქვს ერთი "საფირმო ფანდი", მას შეუძლია თავი "ოსტატურად მოიმკვდარუნოს", როცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას უნდა... მაგალითად, მოიგონოს ავადმყოფობა და ასე შენიღბულად დაელოდოს პერიოდს, როცა სირთულეები თავისთავად დაიწყებს მოგვარებას. ცუდია თუ კარგი მათი ეს ნიჭი, ეს სხვა საუბრის თემაა, თუმცა ფაქტია, რომ თევზებს ხშირად ღია ბრძოლას გადარჩენისთვის, ზუსტად ეს პასიური დამოკიდებულება ურჩევნიათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?