ჯერ ერთი იგი დაბადებიდანვე დიდი ადამიანის სერიოზულობით უყურებს ცხოვრებას; მეორეც მისთვის აუცილებელია დედა ეგულებოდეს გვერდით, უცხო ადამიანები კი მასში დიდ სიმპათიას არ იწვევენ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ სტუმრად მოსულ თქვენს მეგობრებს, პატარა თხის რქის გასაღიმებლად დიდი ძალისხმევა და ფანტაზიის უნარის მოხმობა დასჭირდებათ.
პატარა თხის რქა ნაბიჯ–ნაბიჯ, დიდი სიფრთხილით იწყებს სამყაროს აღქმას, მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შინაურების მხრიდან მხარდაჭერა და შექება. ამიტომ, გასაკვირი არაა, თუ უკვე წამოზრდილმა თხის რქამ, იმ "სათამაშოების" მიმართ გამოამჟღავნა ინტერესი, რომლითაც მისი აზრით, დედამისი თამაშობს სამზარეულოში.
ძალიანაც კარგი, თუ საოჯახო საქმეებში დახმარებას ბავშვს ადრევე მიაჩვევთ, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, ყველაზე მთავარი რაც პატარა თხის რქის აღზრდისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი ხშირი შექება და წახალისებაა. სატურნის მძიმე გავლენით, თხის რქები უზომოდ თვითკრიტიკულები, მგრძნობიარეები და პესიმისტები არიან. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენი შვილი საკუთარ თავში დარწმუნებულ, თავდაჯერებულ და ძლიერ ადამიანად გაიზარდოს, ბავშვობიდანვე საჭიროა მისი თვითშეგნების ამაღლებაზე მაქსიმალურად იზრუნოთ.