ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაუგებთ, თუ უცხოპლანეტელი ხართ

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გაუგებთ, თუ უცხოპლანეტელი ხართ

ტყუპს

გაორება სჭირთ - ერთ სხეულში ორი ურთიერთსაპირისპირო პიროვნება ცხოვრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ზუსტად არასდროს იციან რა სურთ, რატომ, როგორ, რისთვის, რას გააკეთებენ ორ დღეში ან სულაც ორ საათში. ისინი გამუდმებით იცვლებიან და თავს ებრძვიან, ადამიანებს კი უჭირთ სწრაფად გადალაგდნენ მათ ახალ-ახალ განწყობაზე, შეხედულებებზე, გეგმებზე. ტყუპო, ირგვლივ მყოფები არ დაადანაშაულოთ იმაში, რომ სწრაფი ტემპით ვერ მოჰყვებიან თქვენს ცვალებადობას. სხვების სულიერი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ამიტომ აოცებთ თქვენი ცხოვრების სტილი.
Astrologia

ადამიანები ვერ იგებენ კირჩხიბის უკიდურეს მესაკუთრეობას, ლამის ავადმყოფურ სიყვარულს, ოჯახის წევრებსა და პარტნიორზე მიჯაჭვულობას, ყველაფრის კონტროლის სურვილს და ზღვარგადასულ ემოციურობას. კირჩხიბებო, თქვენ არც გიჟი ხართ და არც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, უბრალოდ მთვარის ზეგავლენის ქვეშ მოექეცით. მსგავსი ადამიანები კი, ყოველთვის უკიდურესობაში ვარდებიან... თუ უყვართ, უყვართ მთელი გულით! თუ სძულთ, სძულთ ყველა უჯრედით!

Astrologia

ადამიანებს არც მშვილდოსნის ესმით, რადგან ამ ნიშნით დაბადებულები ერთი დღით ცხოვრობენ, თითქოს არც წარსული ჰქონდეთ და არც მომავალი. დაუმორჩილებელი სული  - ასე აღწერენ მშვილდოსნებს ასტროლოგები. ის ძალიან ჰგავს შეუჩერებელ სტიქიას! ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ  პიროვნებას რთულად გააჩერებთ ერთ ადგილას - სახლსა თუ სამსახურში - ის მუდმივ მოძრაობაშია, ხან ალთასაა, ხან - ბალთას: მოგზაურობს, გიჟობს, არღვევს ნორმებსა და წესებს! კირჩხიბისგან განსხვავებით, მათი გრძნობები ზედმეტად ზედაპირულია. გვიან ქმნიან ოჯახს ან საერთოდ არ ქორწინდებიან, ცდილობენ არ გააჩინონ ბავშვი და არ დაფუძნენ - რა თქმა უნდა, ოჯახისა და შეჯგუფებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, მისი მომთაბარეობაც აკვირვებთ.

Astrologia

მერწყული ჭეშმარიტად უცხოპლანეტელია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სამყაროს ცვლიან, ისინი ყოველთვის უსწრებენ დროს აზროვნებითა და ქმედებით, ამიტომ ძალიან ძნელია სტანდარტულმა ადამიანმა გაითავისოს და გაიზიაროს მისი ფასეულობები, რწმენა, გეგმები და იდეები. მერწყულები სულაც არ დგანან  მიწაზე მყარად, პირიქით, ისინი დაფრინავენ! და არავის მისცემენ უფლებას, რომ ფრთები დააჭრან.

Astrologia

არამგონია, ბევრი ადამიანი მოიძებნოს, ვინც თევზის სულის სიღრმეს ჩასწვდება და აზრთა შრეებში შეიჭრება. თევზები სხვა ნიშნებისთვის ძალიან ამოუცნობები და უცნაურები არიან. მათი ზეგანვითარებული ინტუიცია სხვებს აშინებს კიდეც. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ფაქტებსა და მოვლენებს ყოველთვის განსხვავებულად აღიქვამენ და სიტუაციებიდან თავისებურ გამოსავალს პოულობენ... ისეთი იდეები უჩნდებათ, როგორიცაა: წიგნის უკუღმა წაკითხვა, წვიმაში სარეცხის გაფენა,  თავიანთი  დამწერლობის გამოგონება და ა.შ. თევზები სწრაფად არ უმეგობრდებიან ადამიანებს, არც გულის გადაშლა სჩვევიათ, საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან. იციან, რომ ვერ უგებენ და არც ცდილობენ ვინმეს რამე აუხსნან.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?