ვემზადებით დამდეგი ახალი წლისთვის - რჩევები და რეკომენდაციები

ვემზადებით დამდეგი ახალი წლისთვის - რჩევები და რეკომენდაციები

მისი "დიასახლისობა" 2015 წლის თებერვლის 18 რიცხვამდე გასტანს. ამ წლის კოსმიური ელემენტი ხეა, ფერი – ლურჯი, ცისფერი და მწვანე.

2014 წლის თილისმა ხისგან დამზადებული ლურჯი ცხენია. თავად ლურჯი ფერი ორგანიზებულობის, იდელიზმის, პრინციპულობის, სულიერი სიძლიერის და სიბრძნის ფერია კოლორისტიკის კუთხით. ამიტომ ცხენის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიტანს სიმშვიდეს და დადებით ტრანსფორმაციას, თუკი ჩვენ საკუთარი სულის სიღრმეების კვლევა არ დაგვეზარება.

Astrologia

რაკიღა წლის უმთავრესი ელემენტი ხეა, ამ წელს ნებისმიერი სახის წამოწყებას, რომელსაც შეეჭიდებით, აქვს შანსი სამომავლოდ ღრმად და მყარად გაიდგას ფესვები. მათ შორის საუკეთესო დროა დაოჯახების ან სერიოზული პარტნიორული ურთიერთობების დაწყების კუთხით. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება, რომ აღმავალი კარმული მისია მომავალი წლის მარტიდან სასწორის ზოდიაქოს გადის, შესაბამისად კვანძები ვერძი-სასწორი ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას საკუთარი პირადი ცხოვრება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გაამყაროს.

Astrologia

გამომდინარე იქედან, რომ 2014 წლის მმართველი ცხენია, წლის მთავარ ამულეტად ნალი ან ნალის ფორმის (სიმბოლიკის) ნივთები მოიაზრება. აქედან გამომდინარე, თუკი ძველ ჩინურ ტრადიციას ცოტა უფრო მოდერნიზებული სახით გავიმეორებთ, სასურველია, სახლში ნალის ფორმის მაგნიტი ან სუვენირები ვიქონიოთ გამოსაჩენ ადგილას ან იქ, სადაც ყველაზე მეტი სიმყუდროვე და კომფორტია – მაგალითად სამზარეულოში. ნალი (ან მისი ფორმის მქონე სუვენირი/ნაკეთობა) აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ასევე საახალწლო სუფრას. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია სალათის სახით  ან "კექსის" ფორმაში გამოაცხოთ გემრიელი და მადისაღმძვრელი "ნალი" რომელიც მთელი წლის მანძილზე დააბედებს თქვენს ოჯახს ხვავსა და ბარაქას.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?