იდეალური წყვილი – მარლონ ბრანდო და ტარიტა ტერიპია
ვერძი მამაკაცისა და თხის რქა ქალის ურთიერთობა მათ ასაკზეა დამოკიდებული. თუ თხის რქა ქალი 30 წლის ჯერ არაა, ვერძი მამაკაცი არ მოეწონება. თუმცა, არც ამ უკანასკნელს მოეწონება ბუზღუნა და ყველაფრისმცოდნე შინაბერა.
თუ ქალი 30 წელს ზევითაა ვერძი შეიძლება მხიარულ ტიპადაც მოეჩვენოს, მაგრამ ურთიერთობას მაინც ფულიან მამაკაცთან ამჯობინებს. მატერიალური მდგომარეობა თხის რქისთვის მნიშვნელოვანია. თანაც, მას პარტნიორად უკვე შემდგარი მამაკაცი სურს, ვისი იმედიც ექნება.
სხვათა შორის ამ ორ ნიშანს შორის იშვიათად არსებობს "სამსახურებრივი რომანი" ვერძი უფროსი ვერც კი იფიქრებს, რომ ამ ყოვლისმცოდნე თანამშრომელში სექსუალური ენერგია ბობოქრობს. მას შესაძლოა შეეშინდეს, რომ თხის რქამ ადგილი არ წაართვას და თავიდან მოიშორებს მცოდნე კადრს. თხის რქა კი ძალიან ამაყია და პირველი არასდროს გამოთქვამს დაახლოების სურვილს.
მაგრამ თუ ეს ორი თანამშრომლობას შეძლებს, მათზე დიდ წარმატებას ვერავინ მიაღწევს.
თხის რქა ქალი ხშირად ვერ აცნობიერებს საკუთარ ქალურობას. მამაკაცებს მხოლოდ კონკურეტებად აღიქვამს, რომლებსაც ყველა აუცილებლად უნდა აჯობოს. ვერძმა უნდა დაარწმუნოს რომ მასში სითბო და მომხიბლელობა საკმაოდაა. ვერძი ხშირად აიდეალებს ქალს და თუ თხის რქასაც ასე მოექცევა, მათზე ბედნიერი წყვილი ძნელი მოსაძებნი გახდება. მაგრამ წყვილის დაბრკოლება შესაძლოა თხის რქის ოჯახი გახდეს. მათ კეთილდღეობაზეც ვერძმა უნდა იზრუნოს. შესაძლოა, ვერძი "ჩაისიძონ" მაგრამ ყველა მის კეთილდღობაზე კი არ იზრუნებს, პირიქით თხის რქა აიძულებს მას, რომ ვერძმა იზრუნოს მის ნათესავებზე. ამას კი ეგოისტი ვერძი ნამდვილად ვერ აიტანს და შესაძლოა ეს ფაქტი განქორწინების მიზეზიც კი გახდეს.
ხშირად, საკუთარი ვნების დასამალად ქალი თხის რქა გულგრილობის ნიღაბს იკეთებს. გარშემო მყოფებს ზევიდან დასცქერის. ეს თვისება კი მას მარტოობისკენ ითრევს. ვერძ მამაკაცს არ შეეშინდება ამ ნიღის ჩამოხსნა. თუ დარწმუნდება, რომ თხის რქა მისთვის მზრუნველობასა და სიყვარულს არ დაიშურებს.
თხის რქას მუდამ ახსოვს დასახული მიზნების შესახებ და აღიზიანებს ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორი, თუნდაც ვნება და სიყვარული. გაავებულ თხის რქასთან საქმის დაჭერას კი არავის ვუსურვებთ. მას ფოლადის ნერვები აქვს და საკუთარი მზერით ნებისმიერს აფრთხობს. თითქოს სახეზე აწერია: "არ მომეკარო" მაგრამ გულის სიღრმეში ის სათუთი ქალია, რომელიც სიყვარულს დიდი დოზით საჭიროებს და გულიც თითქოს ჩურჩულებს: "რა ბედნიერება იქნებოდა, გულში რომ ჩაგეკარი". თხის რქა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვერძი მასში ერთგულების გარდა ქალურობასაც უნდა ხედავდეს.
ისე, ვერძს გაუმართლა. წლების მატებასთან ერთად მისი თხის რქა ქალი უფრო და უფრო მშვენიერი, დახვეწილი და ელეგანტური ხდება. ამასთანავე, თხის რქა ის ნიშანია, რომელიც დაპირებას არასდროს არღვევს და თუ ერთხელ მაინც შეჰფიცა ვერძს ერთგულება, სიტყვას არ გატეხს.