ვერძის ოთხი ტიპი - ნაწილი მეორე

ვერძის ოთხი ტიპი - ნაწილი მეორე

არა ზოგადი დახასიათების, არამედ დეკადების მიხედვით ვისაუბრებთ მათზე. ვერძის ზოდიაქო ოთხ დეკადას მოიცავს, რომელიც თავის თავში ოთხ კვირას – "აღორძინების კვირას", "ცნობისმოყვარეობის კვირას", "წარმატების კვირას" და "სრულყოფილების კვირას" – აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თითოეულ კვირაში დაბადებული ადამიანები, სხვადასხვა სახასიათო შტრიხებითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან.

25 მარტი - 2 აპრილი

" ცნობისმოყვარეობის კვირა "

ადამიანები, რომლებიც ცნობისმოყვარეობის კვირაში იბადებიან, ბავშვური ხასიათითა და გულუბრყვილობით არიან გამორჩეულნი. ისინი ყველაფერს გაფართოებული თვალებითა და ცნობისმოყვარეობით უმზერენ ამ ცხოვრებაში და ახასიათებთ იდეალისტური მიდგომა ნებისმიერი მოვლენის, მათ შორის სხვებთან ურთიერთობის მიმართ. მართალია, ისინი გარშემო მყოფებისგან ყოველთვის გულწრფელობასა და სიზუსტეს მოითხოვენ, მაგრამ თავად ნაკლებად ეხერხებათ საკუთარი დანაპირების შესრულება. მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად ალალები და უბოროტოები არიან, რომ ხანგრძლივად მათ მიმართ მტრობის სურვილი იშვიათად უჩნდება ვინმეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?