ამჯერად არა ზოგადი დახასიათების, არამედ დეკადების მიხედვით ვისაუბრებთ მათზე. ვერძის ზოდიაქო ოთხ დეკადას მოიცავს, რომელიც თავის თავში ოთხ კვირას – "აღორძინების კვირას", "ცნობისმოყვარეობის კვირას", ,"წარმატების კვირას" და "სრულყოფილების კვირას" – აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თითოეულ კვირაში დაბადებული ადამიანები, სხვადასხვა სახასიათო შტრიხებითა და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან.
3-10 აპრილი
" წარმატების კვირა "
წარმატების კვირაში დაბადებული ადამიანები, მიუხედავად იმისა გააჩნიათ თუ არა მათ სამსახიობო ან ლიდრის მონაცემები, ყოველთვის ახერხებენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. მართალია, დროდადრო მათ მარტოობაც უყვართ, მაგრამ დიდი ხნით ჩრდილში მოქცევა ნამდვილად არ არის მათთვის მისაღები პოზა. მათში ძალზე მკვეთრადაა გამოვლენილი ინდივიდუალიზმი და შესაბამისად, ისინი ხშირად გრძნობენ თავს თეთრ ყვავად თანატოლებს შორის, მანამ სანამ საკუთარ ადგილს იპოვნიან ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან, მაშინ როცა ჭეშმარიტი მოქმედების დრო და შანსი ეძლევათ, ამ ადამიანებს შესწევთ ძალა საზოგადოება შოკში ჩააგდონ საკუთარი მიზანმიმართული საქციელით.