ვერძის ოთხი ტიპი

ვერძის ოთხი ტიპი

არა ზოგადი დახასიათების, არამედ დეკადების მიხედვით ვისაუბრებთ მათზე. ვერძის ზოდიაქო ოთხ დეკადას მოიცავს, რომელიც თავის თავში ოთხ კვირას –

" აღორძინების კვირას " , " ცნობისმოყვარეობის კვირას " , " წარმატების კვირას " და " სრულყოფილების კვირას " – აერთიანებს. აქედან გამომდინარე, თითოეულ კვირაში დაბადებული ადამიანები, სხვადასხვა სახასიათო შტრიხებით და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევიან ერთმანეთისგან.

Astrologia

19-24 მარტი   –

" აღორძინების კვირა "

ამ ადამიანებთან ურთიერთობა არცთუ მარტივია. ისინი პირდაპირობით, სიხისტით და გულღია ხასიათით გამოირჩევიან. ამასთან ერთად ნაკლებად დარდობენ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება რჩებათ მათ შესახებ გარშემო მყოფებს. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა იყვნენ მართალნი. ვინაიდან მათი დაბადების თარიღები, მომიჯნავე თევზების ზოდიაქოსთან ყველაზე ახლოა, ამ ადამიანებში თავმოყრილია თევზების ინტუიციურობა და ვერძის ექსტრემიზმი. რაც მათ, უნიკალურ "სენსორულ" ტიპებად აყალიბებს. აღორძინების კვირაში დაბადებული ადამიანები, უჩვეულოდ მგრძნობიარეები არიან კრიტიკის მიმართ, მაგრამ ეს ხელს არ უშლით მათ იმაში, რომ გზა ოსტატურად გაიკვალონ პროფესიულ სარბიელზე და ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ, საკუთარ სიმართლეში. მათი წარმატების მთავარი საიდუმლო კი, სწორედ საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრებაა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?