საიდან მოდიან ჩვენს ცხოვრებაში კეთილი მეგობრები, მოსიყვარულე მშობლები, ერთგული მეგობრები და იდეალური მეუღლეები? სამყაროში ხომ ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება, აქედან გამომდინარე ამ ქვეყნად არც ერთი ჩვენი საქციელი არ რჩება პასუხგაუცემელი. მათ შორის სიყვარულიც, რომელსაც ჩვენ ოდესმე კონკრეტული ინდივიდის მიმართ გავცემთ, აუცილებლად მოაღწევს ისევ ჩვენამდე, თუმცა შესაძლოა ეს სხვა ცხოვრებაში და სულ სხვა ინკარნაციაში მოხდეს.
კარმული ქორწინება ანუ შევხვდებით მომავალ ცხოვრებაში
ნებისმიერი ასტროლოგის ლექსიკონში არსებობს ტერმინი „კარმული ქორწინება“, რომელიც სწორედ ამგვარი ინკარნაციათაშორისი ურთიერთობების შესახებ ითვალისწინებს ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, მეუღლე რომელიც თქვენთვის ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მეგობარი, თანამოაზრე და მხარდამჭერია, შესაძლოა წინა ინკარნაციებში თქვენი დიდი სიყვარული იყო, რომელთან ერთად ყოფნა მიზეზთა და მიზეზთა გამო იმ კონკრეტულ ცხოვრებაში თქვენთვის განუხორციელებელ ოცნებად იქცა. კოსმიური კანონებით კი, ამგავრი დიდი გრძნობა არ იკარგება, შესაბამისად უკვე სხვა ინკარნაციაში მოგეცემათ თქვენ ორს შანსი რომ ერთად ყოფნის ბედნიერება ამჯერად უკვე სრულფასოვნად გამოსცადოთ. ასტროლოგიური სწავლების მიხედვით, კარმულ ქორწინებას ვადა არ აქვს, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა ის ფაქტიც, რომ თქვენ და თქვენი იდეალური მეორე ნახევარი არა ერთ ან ორი, არამედ რამოდენიმე ინკარნაციის მანძილზეც კი აგრძელებდეთ თანაარსებობას და ყოველ ჯერზე ახლებური სახით წარსდგეთ ერთმანეთის წინაშე, საიმისოდ რომ სულიერი ზრდისთვის აუცილებელი გაკვეთილი ჩაუტაროთ ერთმანეთს.
გენეტიკური კარმა - კარმული შვილები
ადამიანები რომელთა არსებობაც, ჩვენ ცხოვრებაში კონკრეტულ, მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება ჩვენთვის კარმული თანამგზავრები არიან. კარმული ურთიერთობის დონე და მიზეზები, პირადი რუკის დეტალური განხილვისას განისაზღვრება. მაგალითად, არსებობენ კარმული შვილები რომელთა ამ ქვეყნად მოვლინებაც, მშობლისთვის სულიერ ზრდასთან, ფასეულობების რადიკალურ გადაფასებასთან და „ხელახლა დაბადებასთან“ ასოცირდება. ამგვარი შვილები ხშირად ვიზუალურადაც ძალიან გვანან საკუთარ მშობელს. თუმცაღა შვილიერების საკითხი კარმულად არც ისე მარტივად დგას, როგორც ეს ერთი შეხედვით გვგონია. არცთუ იშვიათად, უშვილობაც კარმული პროგრამის, კონკრეტულად კი ბავშვებთან დაკავშირებული ამა თუ იმ ცოდვის შედეგია.
შესაბამისად სავარაუდოა, რომ ადამიანი რომელსაც პრობლემები ექმნება რეპროდუქტოლოგიურ ფუნქციასთან დაკავშირებით, წინა ინკარნაციებში თავად იყო საკუთარ სისხლზე და ხორცზე უარის მთქმელი დედა ან მამა. ამიტომ უნაყოფობის ტვირთი მას ამ ცხოვრებაში, სწორედ რომ წინა ინკარნაციაში ჩადენილი ცოდვის გამო ეძლევა, რომელიც მან აუცილებლად უნდა „გადაამუშაოს“ - მაგალითად ნაშვილები ბავშვის აღზრდით. შემთხვევითი როდია, რომ დედობის იმედგადაწურული ქალები, ხშირად სწორედ უპატრონო ბავშვის შვილად აყვანის შემდეგ ფეხმძიმდებიან - ეს იმას ნიშნავს, რომ მათ საბოლოოდ „გადაამუშავეს“ ე.წ უარყოფითი კარმა, რომელიც წინა ინკარნაციიდან გადმოჰყვათ.
მომდევნო სტატიაში საუბარი კარმულ გარდაცვალებაზე და ზოგადად სიკვდილის ფენომენზე გვექნება ასტროლოგიური კუთხით. მომავალ შეხვედრამდე!