ვინ არიან მშვილდოსნები

ვინ არიან მშვილდოსნები

ექსტრიმის მოყვარული და იდუმალებით მოცული მორიელის ზოდიაქო ზუსტად ერთი წლით დატოვა და აქტიურ, გულღია და ოპტიმიზმით სავსე მშვილდოსნის ზოდიაქოს მიაშურა. აქ იგი უახლოესი ერთი თვის მანძილზე გააგრძელებს მოღვაწეობას და თვის მანძილზე მის ფერხულს პლანეტა მერკურიც ასევე მშვილდოსნის ზოდიაქოში მყოფი აქტიურად შეუერთდება.

მშვილდოსნები ქარიზმატული, როხროხა, ხმაურიანი და ღიმილიანი ადამიანები არიან. მათ ძალიან უყვართ მხიარულება, მეგობრები და აქტიური ცხოვრების რიტმი. მოსწონთ ცხოველებთან ურთიერთობა და უბრალოდ გიჟდებიან მოგზაურობაზე. არ უყვართ მეწვრილმანე, ძუნწი და ჭორიკანა ხალხი. წყობიდან გამოდიან ტყუილის შემთხვევაში, იშვიათად წვრილმანდებიან სიკეთის კეთებისას და არასოდეს ელიან სამაგიეროს ჩადენილი კარგი საქციელის გამო.

მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს, რომელიც ასტროლოგთა უმეტესობისთვის ყველაზე საყვარელი პლანეტაა გამომდინარე იქედან, რომ მასთან წარმატება, გაფართოება, წინსვლა და ბევრი ძალზე პოზიტიური მოვლენა და ქმედება ასოცირდება. გარდა ამისა, იუპიტერი მასშტაბურ ხედვაზე და უმაღლეს განათლებაზეც აგებს პასუხს, მშვილდოსნები კი ყველას მოგეხსენებათ, ერუდიციისკენ მიდრეკილი და ფილოსოფიურად მოაზროვნე ინდივიდები არიან. ამ ადამიანებს უყვართ სიცოცხლე და პოზიტიური აზროვნება, არიან იდეალისტები და მოუსვენრები. გულკეთილებსა და ალალებს იშვიათად გააჩნიათ საიდუმლო რამე, თუმცა არც თავად გამოირჩევიან სხვისი საიდუმლოებების შენახვის ნიჭით. ამიტომ თუ გინდათ ახალი ამბავი მთელმა ქალაქმა თუ არა სამეგობრომ მაინც ელვის სისწრაფით გაიგოს, გაენდეთ მშვილდოსანს თანაც "სრულიად საიდუმლოდ". ის თქვენი ამბისგან შექმნის "დღის სთორის" ისე, რომ ბოროტი განზრახვა სულაც არ ედება გულში.

ამ მოკლე გადახვევით მშვილდოსნის ხასიათის შედარებით უარყოფით მხარესაც მივადექით, რომელიც ძირითადად დაუკვირვებლობასა და არასტაბილურობაში გამოიხატება. მშვილდოსანი მუტაბელური ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, ამიტომ იგი მოუსვენარი, მუდამ ცვალებადი და მაძიებელია. მას ძალიან მალე ბეზრდება ყველაფერი ძველი და გული სიახლეებისკენ მიუწევს. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ წარსულით ცხოვრება და ყველა სახის ნეგატიურ ინფორმაციას, როგორც უსარგებლო ბალასტს უმალ იშორებენ თავიდან. მათი აზრით, უხასიათობა და დეპრესიული ფონი, არაფერს ცვლის უკეთესობისკენ. შესაბამისად, იშვიათად ნახავთ მშვილდოსანს, რომელიც მიდრეკილია კარჩაკეტილობისა და მარტოობისკენ. სევდა და ასოციალური ხასიათი ეს ამ ზოდიაქოს ნიშნის თვისებები არ გახლავთ. მაგრამ ისე კი ნუ გაიგებთ, რომ მშვილდოსნები ტკივილსა და წყენას არასოდეს განიცდიან. უფრო პირიქით, მათ ალალ გულს და ბავშვურ ბუნებას ხშირად სხვებზე უფრო მეტადაც სტკივა იქნებ ორპირობა და სიცრუე (რომელსაც მშვილდოსნის წყობიდან გამოყვანა შეუძლია), მაგრამ ეს სულგრძელი და დიდსულოვანი ადამიანების ზოდიაქოა, შესაბამისად, არც ერთი მშვილდოსანი არ კარგავს დროს შურისძიებაზე . სამყარო მათი აზრით, სავსეა უამრავი კეთილი ადამიანითა და საინტერესო მოვლენებით, ამიტომ მშვილდოსანი იშვიათად კარგავს დროს დარდსა და წყენაზე. თუმცა, თუკი მათი გული გარკვეული პერიოდი მაინც სევდით ისვება, ასეთ დროს ისინი ყველაზე მეტს იცინიან და ხუმრობენ. საკუთარი პრობლემების სხვებთან აფიშირება, მით უმეტეს მათი სხვებისთვის თავზე მოხვევა მშვილდოსნებს კატეგორიულად არ ახასიათებთ და ამაშია მათი ქარიზმატულობის მიზეზიც.

მშვილდოსნები აქტიური, მეგობრული და კეთილი ხალხია. ისინი ყოველთვის მზად არიან მეგობრების ინტერესებს ანაცვალონ საკუთარი პირადი პრიორიტეტები, აი რატომ არიან სამეგობროს სული და გული ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები. სამაგიეროდ, მათი უმეტესობა ძნელად ან საერთოდ ვერ ეგუება ქორწინების ბორკილებს და ხშირად ხდება ისე, რომ სულაც თავს არიდებენ ისინი ოფიციალურ ურთიერთობებს. თუმცა თავისუფალი ურთიერთობების სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ მშვილდოსანი უარს ამბობს სიყვარულზე. უფრო პირიქით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ქალიც და კაციც გამოუსწორებელი იდეალისტები, ფლირტის მოყვარულები და მომხიბვლელი საყვარლები არიან. ისინი მარტივად ახერხებენ თავი მოაწონონ ინტერესის ობიექტს, არიან განუმეორებელი მიჯნურები, თუმცა მათი დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ რამდენადმე იდეალისტურია. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მშვილდოსნებს ბრალს სდებენ ორგულობასა და მოღალატეობაში. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ მათი იდეალისტური ბუნება გამუდმებით დაეძებს "იმ ერთს და ერთადერთს", თუმცა ყოველ ჯერზე, როცა შეყვარებულია, მშვილდოსანი ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ ზუსტად ის საჭირო ადამიანი იპოვა და ამის სჯერა, მომდევნო იმედგაცრუებამდე. ჰოდა, თუკი მისი ინტერესის ობიექტი მოსაწყენი და ბანალური პიროვნება აღმოჩნდა, მშვილდოსანი სინდისის ქენჯნის გარეშე იწყებს ახალი ობიექტის ძებნას. ეს კი გარშემო მყოფთა თვალში აღიქმება როგორც ღალატი და უპასუხისმგებლო საქციელი პარტნიორის მიმართ, რომელშიც დამნაშავედ თავს არც ერთი მშვილდოსანი არასოდეს მიიჩნევს.

ამ ადამიანებს გვერდით თავისუფლებისმოყვარე, მხიარული და მათსავით ცხოვრების მარტივად მომზირალი პიროვნება სჭირდებათ. მშვილდოსანმა შესანიშნავად იცის, რომ ცხოვრება არცთუ მარტივი რამაა, მაგრამ მისი ოპტიმისტური ბუნება ვერ ეგუება ნაცრისფერ დღეებს. შესაბამისად, იგი ყველანაირად ცდილობს როგორც თავისი, ისე სხვისი რეალობა მაქსიმალურად გააფერადოს.

საუკეთესო პარტნიორი მშვილდოსნისთვის ტყუპი, მერწყული, სასწორი ან ლომი იქნება.

ნეიტრალურია ურთიერთობა კირჩხიბთან, ვერძთან, კუროსთან.

რთული და ხშირად პრობლემებითაა სავსე კავშირი თხის რქასთან და მორიელთან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?