ვინ არიან ვერძები

ვინ არიან ვერძები

და სამყარო დინამიზმით, აქტიური ქმედებების მოთხოვნილებით, ემოციების სიჭარბით დაიმუხტება. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, მას ასტროლოგები სიმბოლურად "ზოდიაქოს ბავშვს" უწოდებენ, ვისაც ამ ნიშნის ადამიანებთან გქონიათ შეხება მარტივად შეამჩნევდით მათ ხასიათში ისეთ თვისებებს როგორიცაა ინფანტილურობა, გულუბრყვილობა , უბოროტო ხასიათი და წყენის დამახსოვრების უუნარობა.

ვერძი ფიცხია, თუმცა არასოდესაა გულბოღმიანი ან შურისმაძიებელი. იგი მალე ბრაზდება, მაგრამ მრისხანებაში მყოფს მაქსიმუმ ათი-თხუთმეტი წუთი თუ მოერიდებით ამ პერიოდის გავლის შემდეგ მას თქვენთან კონფლიქტის მიზეზი აღარც ემახსოვრება. ორივე სქესის ვერძები შემწყნარებლები და გულუხვები არიან. მათთვის დამახასიათებელია სამართლიანობისთვის თავგადაკლული ბრძოლა და დაჩაგრულთა უფლებებს ნებისმიერი ჭეშმარიტი ვერძი ყოველთვის ხმალამოღებული იცავს. შემთხვევითი როდია, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნით ბევრი ადვოკატი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ევლინება ქვეყანას.

ვერძის ნიშნით დაბადებული ხალხი აქტიური, დინამიკური, კომუნიკაბელური და მოძრავია. მათ უმრავლესობას გააჩნია კოლოსალური ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალი, რომელიც თუ რაიმე კონკრეტულ საქმეში არ დაიხარჯა ხშირად კონფლიქტებში და ნეგატიურ საქციელშიც კი ვლინდება . ზოგადად, ვერძს უყვარს ჩხუბი და ეს ფაქტია. ორივე სქესის ვერძები მარტივად გადადიან "საბრძოლო რეჟიმზე", თუკი საქმე მათ პროფესიულ მიღწევებს, თავმოყვარეობას და ენთუზიაზმის ხელყოფას ეხება. თუმცა ვერძს მტრობა, მით უმეტეს ხანგრძლივვადიანი იშვიათად ეხერხება ვინმესთან. ამიტომ მისი მრისხანების ნურასოდეს შეგეშინდებათ.

რადგან ვერძი მამაკაცური პლანეტა მარსის მართვის ქვეშაა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ხშირად გამოირჩევიან მამაკაცური თვისებებით, ან უბრალოდ არაქალურად შემტევი, თამამი და კონკურენტუნარიანი ხასიათი გააჩნიათ . თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, ამიტომ ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალს ნაკლები სინაზის პარალელურად, გამძლეობა და კარიერისტული მისწრაფებები სხვა ქალებზე მეტად გააჩნია. იგი ხშირად ტოლს მამაკაცებსაც კი არ უდებს, როცა საქმე პროფესიულ წინსვლას ეხება.

რაც შეეხებათ მამაკაც ვერძებს, მათი უმრავლესობა იმ უიშვიათესი თვისებებით გამოირჩევა, რომელიც ჩვენს დღევანდელობაში ცოტაა და ფაქტობრივად სანთლით საძებნელია - ეს არის რაინდული სული, სიმამაცე, ოპტიმიზმი და გამორჩეული მამაკაცურობა . იმ შემთხვევაში თუ ემანსიპირებული ქალების რიგს არ მიეკუთვნებით, მამაკაცი ვერძის სახით იდეალურ შეყვარებულს და მეორე ნახევარს მიიღებთ. მთავარია, ურთიერთობაში მას მისცეთ ლიდერობის საშუალება.

ვერძი ძლიერი იმუნური სისტემით და კარგი სასიცოცხლო პოტენციალით გამოირჩევა. ეს ადამიანები იშვიათად უჩივიან ავადმყოფობას, უფრო მეტიც, მათ არასოდეს აქვთ დრო ავადმყოფობისთვის. შესაბამისად, ძალა შესწევთ ნებისმიერი სენი ფსიქოლოგიურ დონეზე ჩანასახშივე დაამარცხონ . გარდა ამისა, ვერძის უშრეტი ენერგია დადებითად მოქმედებს გარშემო მყოფებზეც. მისი ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული სხვებისთვისაც გადამდებია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?