და მათ შორის ქართველი გულშემატკივარიც გულის ფანცქალით ელოდება ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას. ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე ასტროლოგიური რევიუ შემოგთავაზოთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჩემპიონატის მსვლელობისას, რამდენად წარმატებული წელი ელით ამ მხრივ ფავორიტ ფეხბურთელებს და ვის აქვს რეალური შანსი საბოლოოდ გახდეს მსოფლიო თასის ბედნიერი მფლობელი.
ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი ფეხბურთელებიდან, რომელთა რიცხვსაც კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ლიონელ მესი შეადგენენ, ზოდიაქოს ნიშნით ორი მერწყული (რონალდუ, ნეიმარი) და ერთი კირჩხიბია (მესი).
ამასთან ერთად, მესისთვის მიმდინარე წელი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი, საკმაოდ კრიზისული და მნიშვნელოვანი წელია ზოგადად ცხოვრებაში. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ჩემპიონატის მსვლელობისას განვითარებულმა მოვლენებმა სამომავლოდ მკვეთრად შეცვალოს მისი კარიერული პრიორიტეტები.
რაც შეეხება ნეიმარს და რონალდუს, ყველაზე კარგ შედეგებს ამ მხრივ რონალდუსგან უნდა ველოდოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდება და ფაქტობრივად ყოველთვის დებს შესაძლებლობების მაქსიმუმს საქმეში. აქედან გამომდინარე, მას მრავალმხრივი პოტენციალი, ამბიციური ბუნება და შესანიშავი მონაცემები გააჩნია საიმისოდ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზეც დაამახსოვროს თავი პუბლიკას. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მას აქვს ხასიათში მნიშვნელოვანი ნაკლი – უმართავი ემოციები და სიფიცხე, რამაც შესაძლოა ცუდი როლი ითამაშოს მისი კარიერის განვითარებაში სამომავლოდ.
ხოლო ნეიმარის შემთხვევაში, იმის თქმა შეიძლება, რომ ამ ადამიანს ერთმნიშვნელოვნად აქვს კარგი პოტენციალი მომავალში ბრწყინვალე კარიერის გასაკეთებლად თუ იგი ზედმეტად არ მოექცევა სხვების ნეგატიური გავლენის ქვეშ ან არ დაუმეგობრდება სასმელს ან აკრძალულ პრეპარატებს, რისი ალბათობაც ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალზე დიდია.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და კითხვა თუ ვინ გახდება, ფეხბურთში რიგით მეოცე ჩემპიონატის გამარჯვებული . როგორც ასტროლოგიური გათვლებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, ქვეყანა რომელიც ამ სასურველ ჯილდოს მოიპოვებს აქამდეც არაერთგზის იყო მსგავსი მოვლენის ეპიცენტრში და მას საამისოდ საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია. ხოლო თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის ნაკრები შეიძლება შეესაბამებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, ამის განსაზღვრა უკვე ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრებისთვის მიგვინდია.