რთულია, ზოგის უფრო მარტივი... თუმცა, არავის ცხოვრება არ არის ერთიანად ია-ვარდით მოფენილი. ამაში ალბათ ყველა დამეთანხებით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს მოევლინეთ, აუცილებლად გექნებათ სოციუმის მიმართ თქვენი, ინდივიდუალური დამოკიდებულება. ზოგიერთი თუ კომუნიკაბელური და აქტიური იბადება, სხვა მხოლოდ ვიწრო წრეში და ძალიან ახლო ადამიანების გარემოცვაში ახერხებს საკუთარი პოტენციალის "გამომზეურებას" და გახსნას. ერთსაც და მეორესაც გააჩნია თავისი პლუსები და მინუსები. სოციალურად აქტიური ტიპაჟი ხშირად ვერ ახერხებს ჰქონდეს დალაგებული პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ მთელი მისი რესურსები პროფესიულ საქმიანობაზე იხარჯება. ის კი, ვინც ბედმა ნაკლებად გამბედავი ან შედარებით ასოციალური ხასიათით დააჯილდოვა, კარგად ახერხებს ცხოვრების აზრი ოჯახურ ურთიერთობებში იპოვოს... რომელია ცუდი და რომელი კარგი მოდით ამაზეც ნუ ვიდავებთ, ყველა ჩვენგანს საკუთარი ადგილი გააჩნია ცხოვრებაში, შესაბამისად, არ არსებობს აბსოლუტური სრულყოფილება.
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის დაბადებულთა შორის ცეცხლის სტიქიის ნიშნები ლიდერობენ – ლომს, ვერძს და მშვილდოსანს ძალზე დიდი ენერგია გააჩნია ულევ ფანტაზიის უნართან და ამბიციებთან ერთად. მათ შორის იშვიათად ვხვდებით ჩაკეტილ და მორცხვ ინდივიდებს, რაც განაპირობებს კიდეც იმას, რომ ეს ადამიანები ხშირად ხდებიან საზოგადოების ფავორიტები – პოლიტიკაში, შოუბიზნესში, სახელოვნებო სფეროებში და ა.შ.
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებშიც არანაკლები დოზით მოიპოვებიან აქტიური სოციალური ცხოვრების მოყვარული ტიპები. ტყუპებს, სასწორებს და მერწყულებს კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღება-გაცემა-გავრცელების საოცარი ნიჭი გააჩნიათ, რის ხარჯზეც საზოგადოებაში ისინი შეუცვლელები ხდებიან – განსაკუთრებით ჟურნალისტიკის, იურისპრუდენციის, ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროში.
შედარებით ნაკლებად აინტერესებთ აქტიური სოციალური ცხოვრება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს. კუროებს, ქალწულებს და თხის რქებს ყოველთვის ურჩევნიათ სტაბილური, მშვიდი გარემო ხმაურიან პოპულარობასა და ჩოჩქოლს. ეს ის ხალხია, ვისაც ოჯახური სიმყუდროვე ყველაზე მეტად უღირს ცხოვრებაში და თუ მაინც უწევთ მაღალ პოსტებზე მოხვედრა, მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ სკანდალურ პოპულარობას და ტელეკამერებს.
დაბოლოს, ყველაზე ასოციალურთა კატეგორიაში ხვდებიან წყლის სტიქიის წარმომადგენლები: კირჩხიბები, მორიელები და თევზები. ამ მხრივ განსაკუთრებით მორცხვი და სოციუმის მიმართ ერთგვარი შიშის გრძნობით გამორჩეული კირჩხიბია. ეს ადამიანები უზომო ემოციურობით გამოირჩევიან; შესაბამისად, სწორედ ეს მოზღვავებული ემოციები უშლით ხელს იმაში, რომ საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლონ. თევზებს რაც შეეხება, მათთვის უბრალოდ არააქტუალურია ხშირად საკითხი პოპულარობის შესახებ. ხოლო მორიელი, რომელსაც საკმარისი დოზით გააჩნია ხასიათში ამბიციურობა, არჩევს საკუთარი შესაძლებლობები "კულისებს მიღმა" სიტუაციის მართვის კუთხით გამოიყენოს.