კურო
ახალ პროექტებზე უნდა დაიწყოთ მუშაობა, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. რაც უფრო აქტიური იქნებით სამსახურში, მით მეტ შექებას მიიღებთ. ნუ მოგერიდებათ ახლობლების შეწუხება, საჭირო კავშირების გაბმა. თვის ბოლოს მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. მისი წყალბით ვალებს გაისტუმრებთ და ფულის დაბანდებასაც შეძლებთ. პირად ცხოვრებაში პროვოკაციებს არ აჰყვეთ. სექტემბრის ბოლოს რომანტიკა და სიმშვიდე გელით. მეტად მიაქციეთ ყურადღება გულსა და ნერვულ სისტემას. აგრეთვე, აიმაღლეთ იმუნიტეტი.
ტყუპი
კარიერული წინსვლის პერიოდი დაგიდგათ. მეტად უნდა გააქტიურეთ, თუ დაწინურება გსურთ. ოფისში მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. ახალი იდეები თამამად გააცანით უფროსს. ფულის შემოდინებაც გელით და მსხვილი ხარჯიც. თუ აგრესიას მოთოკავთ, ჰარმონია დაისადგურებს პარტნიორთან ურთიერთობაში. მოერიდეთ ნერვულ გადაღლილობას. სექტემბრში კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება.
ზოგიერთს საქმიანობის შეცვლა ელის, მაგრამ მოერიდეთ კარდინალურად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობას. სექტემბერში ახალი პროექტებისა და გეგმების ორგანიზებას შეძლებთ. გამონახეთ დრო ახალი ენის შესასწავლად. გაისტუმრეთ ვალები. სექტემბრის შუაში შემოსავლის კიდევ ერთი წყარო გამოგიჩნდებათ. უძრავი ქონების გადაფორმება, ყიდვა-გაიყდვა სხვა დროისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, სექტემბერი ტრავმული თქვეა. 25-30 სექტემბრის პერიოდში მეტად დაისვენეთ.
ლომი
სამსახურში ჰარმონიული და სამუშაო სიტუაცია იქნება. ზოგიერთს დაწინაურება და ხელფასის მომატება ელის. მივლინებაზე უარი არ თქვათ. გაისტუმრეთ ვალები და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ფულის დაბანდებას. აგრესიული ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ. თქვენი ენერგია რემონტის გაკეთებას, სახლის დალაგებას მოახმარეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღებას.
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ის გიკარნახებთ სწორ გზას და ასე შეძლებთ ახალი პროექტებისა და გეგმების განხორციელებას. არავის არაფერს დაპირდეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ფული გააზრებულად ხარჯეთ. კარგ პროცენტს მიიღებთ უძრავი ქონების ვაჭრობით, აქციებით. საოჯახო საქმეები დამოუკიდებლად შეასრულეთ. არ გაართულოთ ურთიერთობა ნათესავებთან. მოუფრთხილდით ნერვულ სისტემას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
სასწორი
სამსახურში შეიძლება ჭორები აგიგორონ, მაგრამ თავად არ აჰყვეთ მათ. უმჯობესია, სამსახურის საქმეებში თავით გადაეშვათ. თვის ბოლოს მოულოდნელად რაღაც თანხა გამოგიჩნდებათ. სექტემბრში მსხვილ საყიდლებს მოერიდეთ. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს, თუ თავად მოისურვებთ. მეტად მიაქციეთ ყურადღება გულს. სასურველია, კომპლექსური მკურნალობა ჩაიტაროთ.
თვის დასაწყისი დაძაბული და კონფლიქტური იქნება. სიტუაცია შუა სექტემბრში დარეგულირდება. შუა თვეში ნებისმიერ რთულ სიტუაციასაც კი სათქვენოდ შეატრიალებთ. ეს კარგი თვეა ინიციატივის გამოსაჩენად, კარიერული წინსვლისა და ხელფასის მომატებისთვის. თუ სამსახურის შეცვლა აგქვთ გადაწყვეტილი, სექტემბერი საუკეთესო თვეა. ფულით უნდა დაეხმაროთ ახლობლებს. ხშირად მოაწყვეთ პიკნიკი ბუნებაში. ღვიძლი და სისხლძარღვები მოსაფრთხილებელია. სექტემბერში კარგია გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.
მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოვლენას. გასაკუთრებით, სამსახურში. მთელი დრო და ენერგია მოახმარეთ ახალ პროექტს და მატერიალურ ჯილდოსაც მიიღებთ. ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ის ნივთები, რომლებზეც ოცნებობდით. მარტოხელებს საბედისწერო ნაცნობობა გელით. მოერიდეთ ოჯახში "უფროსის" თამაშს. უმჯობესია, საოჯახო საქმეები შეასრულოთ. გაესინჯეთ ექიმს. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები.
უნდა იშრომოთ, მაგრამ ყველაფერი დაგიფასდებათ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. თამამად ჩაუდექით სათავეში ახალ პროექტებს. ჯილდოდ დაწინაურებას მიიღებთ. მოსალოდნელია კოლეგებისა და საქმიანი პარტნიორების ცვლა. სექტემბერი კარგი თვეა დაბანდებისთვის. განსაკუთრებით, უძრავ ქონებაში. ზოგიერთს ლატარეაში მოგება ელის. მარტოხელებს კი - რომანტიკული თავგადასავალი. ამ თვეში კარგია გამწმენდი პროცედურების ჩატარება. მოუფრთხილდით ღვიძლს. დიეტა ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
თქვენ გელით: მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა. სამაგიეროდ, აღებული ფულით სურვილების ასრულებას შეძლებთ. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ. არ გაგიკვირდეთ, თუ ჭორების გმირი გახდებით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. პირადი ცხოვრება აღსავსეა ვნების, ჩხუბითა და შერიგებით. წყვილმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. ენდოკრინული სისტემა ითხოვს თქვენგან ყურადღებას. ამის გამოა ნერვული დაძაბულობაც.
ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. სექტემბერი კარგი თვეა მომავლის ფუნდამენტის ფორმირებისთვის. მოერიდეთ ფულის ფლანგავას. აიმაღლეთ იმუნიტეტი, გაფრთხილდით, არ გაცივდეთ. თვის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას, სარემონტო სამუშაოებს. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. დაქორწინებულები ურთიერთობას მეტად რომანტიკულს გახდიან.