რომანტიკასთან, დასვენებასთან და სასიყვარულო თავგადავლებთან ასოცირდება. ე.წ. საკურორტო რომანებს ყველაზე სკეპტიკური ხალხიც კი სწყალობს ხოლმე და ამ მხრივ არც წლევანდელი ივნისი იქნება გამონაკლისი. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივნისის თვე იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა ცეცხლოვანი ლომის ნიშანს გაივლის საკმაოდ პერსპექტიულია მოკლევადიანი ფლირტისა და ლამაზი ურთიერთობების დასაწყებად. ასე რომ, განეწყვეთ რომანისთვის და ქვემოთ კონკრეტული პროგნოზიც მოისმინეთ იმის შესახებ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის ამ თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობა.
ივნისის პირველ ნახევარში, როცა ვენერა სრული კურსით იმოძრავებს ლომის ნიშანში ახალი რომანის დაწყების შანსი გაუჩნდებათ ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს. ასევე უმართლებთ თხის რქებსა, სასწორებს და ტყუპს. მათთვის შესაძლოა ზუსტად ამ პერიოდში გამოიმეტოს კოსმოსმა იდეალურ პარტნიორთან ნაცნობობის შანსი, რომელიც აუცილებლად ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება.
შედარებით რთული პერიოდია პირადი ურთიერთობების მხრივ კუროს, მორიელის და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა დიდი ხნის დაგროვილმა წყენამ გადაფაროს გულწრფელი ემოციები. გარდა ამისა, ივნისი მათ ცხოვრებაში ძველი რომანების უშედეგოდ რეანიმირების მოთხოვნილებასაც მოიტანს, რაც დამერწმუნეთ არ გახლავთ კარგი იდეა. იმიტომ რომ, რეალურად ამ პერიოდში სასურველი გვეჩვენება სასარგებლოდ. შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტი ზემოხსენებული ნიშნებისთვის დროებითი "ტაიმ-აუტის" აღება და განმარტოება იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაიაზროთ თქვენი ემოციები და წარსულის შეცდომებზეც მოახერხოთ დაფიქრება.
რაც შეეხებათ თევზებსა და ქალწულებს, მათთვის იშვიათი გამონაკლისის გარდა ივნისის თვე მშვიდად ჩაივლის სასიყვარულო კავშირების კუთხით. უფრო მეტიც, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დიდ ნაწილს ივნისში პირად ცხოვრებაზე მეტად, პროფესიული საკითხები ექნება მნიშვნელოვნად წინ წამოწეული დღის წესრიგში.