ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი - მორიელი

ხართ თუ არა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი - მორიელი

ზოდიაქოს ნიშნები თორმეტ ფსიქოტიპად იყოფიან. თუმცა მათ შორისაც არსებობს კლასიფიკაცია, არის კარგი და ცუდი. ამიტომ შესაძლებელია ბოროტი და ბოღმიანი მშვილდოსანიც შეგხვდეთ ცხოვრებაში, დაუკვირვებელი და ცანცარა თხის რქაც, მოლაყბე თევზებიც და უპასუხისმგებლო კირჩხიბიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს. დღეიდან სტატიების ციკლში გაგაცნობთ იმას, თუ კონკრეტულად რომელ თვისებებს უნდა ამართლებდეს საიმისოდ თითოეული თქვენგანი რომ იგი საკუთარი ნიშნის ჭეშმარიტ და დადებით წარმომადგენლად ჩაითვალოს

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ძლიერი სულის, განსაკუთრებული ფსიქოლოგიური შესაძლებლობებისა და ნებისყოფის მქონე ხალხი ევლინება ქვეყანას. თუკი თქვენ მორიელის ნიშნის საუკეთესო წარმომადგენელი ხართ, თანდაყოლილი ინტუიციის წყალობით კარგად უნდა ცნობდეთ ადამიანებს. ვერასოდეს უნდა გამოგაპარონ ტყუილი. უნდა ფლობდეთ გასაოცარ ლიდერულ თვისებებს და სიმამაცეს, რომელიც სხვების დახმარებასა და თანადგომაში გამოიხატება. არასოდეს უნდა გეშინოდეთ ექსტრემალური სიტუაციისა და ფორსმაჟორის. უნდა გაგაჩნდეთ გასაოცარი თავგანწირვის უნარი, როცა თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ემუქრებათ საფრთხე. ამასთან ერთად უნდა ფლობდეთ ძალებისა და სასიცოცხლო პოტენციალის აღდგენის საოცარ უნარს. ცხოვრებას ბრძნული თვალით უნდა უყურებდეთ და ბოღმას არასოდეს იტოვებდეთ გულში, იმიტომ რომ თქვენზე უკეთ არავინ იცის, - დრო საუკეთესო მსაჯულია.