ბედნიერი, თუკი საკუთარ თავს გამუდმებით ადარებს სხვებს - ეს ცნობილი ფაქტია. თუმცა, ყველა როდი ითვალისწინებს მას. უფრო პირიქითაც კი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, დიდი ნაწილი ადამიანების ზუსტადაც რომ სხვების ჯიბრსა და ქიშპობაში ხარჯავს ცხოვრების საუკეთესო წლებს - არადა, ბედნიერების ფორმულა სავსებით მარტივია, იყო კმაყოფილი და მადლიერი იმით რაც გაქვს, რომ სამომავლოდ უფრო მეტი წინსვლის შანსი მიიღო კოსმოსიდან.
დღეს მინდა ზოდიაქოს იმ ნიშნის წარმომადგენლებზე ვისაუბრო, ვისაც სტატისტიკურად ყველაზე მეტად აქვს გამოვლენილი საკუთარ ხასიათში სხვების მიმართ შურისა და მეტოქეობის მოთხოვნილება. თუ თქვენი თავი ჩამოთვლილ "ოქროს სამეულში" აღმოაჩინეთ, ასტროლოგებზე კი ნუ დაიბოღმებით - საკუთარ თავზე უფრო მეტი იმუშავეთ და მერწმუნეთ, გაცილებით უფრო ბედნიერი გახდებით, თუკი სამომავლოდ თავს ნაკლებად შეადარებთ სხვებს და მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით იქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ამასთან ერთად, ისიც გაითვალისწინეთ, ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა ჩამოთვლილი ნიშნის ნეგატიური თვისებებით განსაკუთრებულად შემკულ ინდივიდებს შეეხება და არა ყველა მათგანს ვინც ამ კონკრეტული ნიშნით მოევლინა ქვეყანას.
კირჩხიბ ი - ასტროლოგებს მიაჩნიათ, იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბი მკაცრი და ემოციურად მშობლების გარემოცვაში იზრდება, სამომავლოდ მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება გარკვეული არასრულფასოვნების კომპლექსი საკუთარი პერსონის უსუსურობის გამო. მან შესაძლოა დუბლირება მოახდინოს იმ თვისებების, რომელიც მის დედას ან მამას გააჩნდა ბავშვობაში და დიდ ასაკში უკვე გარშემო მყოფების მიმართ გამოავლინოს ისეთი ადამიანების მიბაძვის სურვილი, ვინც მას რაღაცით აგონებს საკუთარ მშობელს. ხშირად კირჩხიბი ამას გაუცნობიერებლადაც სჩადის. თუმცა, თუ მაინც აცნობიერებს ყველაფერს, შურისა და კონკურენციის გრძნობას ღიად არასოდეს გამოხატავს. მას ურჩევნია ფარულად, "კარგი მეგობრის" სტატუსით გაუთხაროს ზურგს უკან ორმო იმ ხალხს, ვისი წარმატება და ნიჭიერებაც მისთვის მიბაძვის საგანია. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამომავლოდ მისი ადგილი დაიკავოს სამსახურში ან საზოგადოებაში.
ლომი - ამაყი და უზომოდ ამბიციური ზოდიაქოს ნიშანია, ვინც მათ იცნობს ამაში უდავოდ დამეთანხმება. თუმცა ლომის შემთხვევაშიც აღზრდის პრინციპები და მშობლების მისდამი დამოკიდებულება თამაშობს უდიდეს როლს იმაში, თუ საბოლოოდ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება იგი. თუ მას პატარა ასაკში ზედმეტად ანებივრებდნენ მშობლები, დიდობაში მოინდომებს იგი საზოგადოების მხრიდან მუდმივი "გუნდრუკის კმევას". თუმცა, რა დამსახურების გამო ეს თავადაც არ ეცოდინება. სოციუმი კი მოგეხსენებათ, უბრალოდ ისე არავის აიყვანს საყოველთაო ყურადღების კვარცხლბეკზე. ლომები, რომელთაც ბავშვობიდან ფუქსავატ ადამიანებად ზრდიდნენ, დიდობაში კაცთმოძულე და საოცრად შურიან ინდივიდებად ყალიბდებიან. ხშირად, ისინი უკანონო გზებით სიარულსაც არად დაგიდევენ იმის გამო, რომ ყურადღების ცენტრში მოახერხონ მოხვედრა. ლომისთვის ხომ შავი პიარიც დიდი პიარია.
თხის რქა - ლომს არათუ ჩამოუვარდება, ხშირად დიდად უსწრებს ამბიციებში. თუმცა, თხის რქა ლომივით ღიად და აშკარად არასოდეს გამოხატავს საკუთარ ამბიციურ ბუნებას. ამ ადამიანებს აქვთ კიდევ ერთი დიდი ნაკლი - პესიმიზმის დიდი დოზა ხასიათში. ამიტომ თხის რქა, რომელიც ცხოვრებაში კარიერულად და პროფესიულად შეუმდგარი პიროვნებაა, რიგი მიზეზების გამო, ძალზე ხშირად ხდება კაცთმოძულე და ბოღმიანი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს გარშემო მყოფებთან საკუთარი პერსონის ტრაგიკულობაზე საუბარი და ამით საყოველთაო ყურადღების მიქცევა. ადამიანები, რომელთაც გამუდმებით ახასიათებთ თავის შეცოდება, არანაკლები დოზით არიან ეგოისტები შინაგანად - თხის რქაც, სავსებით შეესაბამება ზუსტად ამ მოდელს.