საქმე იმაშია, რომ ქალწულის ბუნებიდან გამომდინარე, იგი ზოგადად "დამოკიდებულებების ტიპია". მართალია, მას უჭირს ვინმეს ან რამეს მიღება უცებ, მაგრამ თუკი ერთხელ გადაწყვიტა და მიიღო, ეს სამუდამოა. ან თუ სამუდამო არა, – ხანგრძლივი მაინც. ამასთან ერთად, მთელი პრობლემა იმაშია, რომ სწორედ ქალწულია ის ერთადერთი ნიშანი, რომელიც გონებით აცნობიერებს რომ ეს ცუდია, მაგრამ მაინც აკეთებს ამას, სიტუაციის უკვე ჩვევაში გადასულობის გამო.