მოგეხსენებათ, კირჩხიბს მთვარე მფარველობს, მთვარე კი ცვალებადი, ფემინური ენერგეტიკის მატარებელია. რაც, რაღა თქმა უნდა, კირჩხიბებზეც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ემოციური ბუნების გამო კიბოებს ამა თუ იმ ეტაპზე, ცხოვრებისეული მარცხის გადატანა ძალიან უძნელდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზომაზე მეტად ფრთხილები არიან, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში. თუმცა, ხომ იცით, ყველაფერს ვერ დაგეგმავ ცხოვრებაში, ამიტომ კირჩხიბების გასაგონად უნდა ითქვას, რომ მარცხის გადასატანად ბოთლთან დამეგობრება, ნამდვილად არ არის საუკეთესო გამოსავალი.