თუ მაინც შეგხვედრიათ სადმე ამგვარი მშვილდოსანი, მის პირად კოსმოგრამაში აუცილებლად იქნება მორიელის, კირჩხიბის ან თევზის "ოვერდოზი", ან პლანეტა ნეპტუნის ცუდი ასპექტაცია. აი რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, ამ მხრივ საქმე ცოტა რთულადაა. ეს იმიტომ, რომ ბუნებით ავანტიურისტი და რისკის მოყვარული მშვილდოსანი თითქმის ვერასოდეს უძლებს ცდუნებას, სასწორზე დადოს ყველაფერი და ფორტუნას მაცდურ შარმს ბრმად დაემორჩილოს. თუმცა, მმართველი პლანეტა იუპიტერის წყალობით, რომელიც წარმატების პლანეტაა, მშვილდოსნებს მაინც სწყალობთ ბედი და ადვილად ახერხებენ პრობლემებიდან თავის დაძვრენას.