ზოდიაქოს ნიშნების ჰობი და აბსტრაქცია

ზოდიაქოს ნიშნების ჰობი და აბსტრაქცია

თხის რქა

მიწის სტიქიის ნიშანი ისე მუშაობს, როგორც ისვენებს და ისე ისვენებს, როგორც მუშაობს, – საფუძვლიანად და სრულფასოვნად. ჰობი მრავალფეროვანი აქვს: ფოტოგრაფიითა და ხატვით დაწყებული ტორტების ცხობით დამთავრებული. თხის რქა ხშირად ისეთ სამუშაოს თანხმდება, რაც მატერიალურ კეთლდღეობასთან ერთად და სიამოვნებასაც მოუტანს. თუ მას რამე დააინტერესდა, ჩაუღრმავდება და არასდროს დასჯერდება ზედაპირულ ცოდნას. ადრე თუ გვიან, თხის რა შეგროვებითაც დაინტერესდება და შესაძლოა, იარაღის, საათების ან უჩვეულო ნივთების კოლექციონერი გახდეს.

Astrologia

მერწყული

მერწყულს იმდენად მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, რომ კონკრეტულზე შეჩერება გაუჭირდება. თუ დღეს მიუზიკლის დამდგმელ-რეჟისორად გაგეცნობათ, ხვალ შეიძლება მწერების ფოტოგრაფიებმა გაიტაცოს, ზეგ – კომპიუტერულმა პროგრამებმა. ამასთანავე. რაიმეს მარტო კეთება მარტოს არ უყვარს. აუცილებლად მთელი სამეგობრო და სანათესავო უნდა ჩათრიოს. მაგრამ გვხვდებიან მარტოხელა მერწყულებიც, რომლებიც სამეცნიერ-ფანტასტიკის ჟანრში მარტოები მოღვაწეობენ.

Astrologia

თევზები

ქარგვა, ფოტოგრაფია, ფერწერა, კინო, მუსიკა – ეს ყველაფერი თევზების ინტერესთა სფეროში შედის. ამ ნიშანში ბევრი ხელოვანი გვხვდება. სხვა წყლის ნიშნების მსგავსად თევზებიც მიდრეკილია მისტიციზმისაკენ. ხანდახან კი "ღრუბლებში ფრენა" უყვარს. ილუზიებს იქმნის. მაგრამ თუ არ იზარმაცეს და ოცნებები რეალობაში გადაიტანეს, მისგან შესანიშნავი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი დადგება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?