თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, წყლის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.
წყლის ნიშნები – კირჩხიბი, მორიელი, თევზები
წყლის ნიშნების ადვილად ამოიცნობთ. აქ სიმშვიდე ელეგანტურობა და მყუდროება იგრძნობა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ფარდებს. მატერია შეიძლება იყოს შიფონი, არეშუმი, ან სხვა რბილი ქსოვილი, ფერები – იისფერი, ლურჯი, პასტელის მწვანე ფერი. მათ სახლში არაა უხეში ტიხრები ყველა სათავსო ჰარმონიურად ერწყმის ერთმანეთს. ავეჯს არ ექნება უხეში კუთხეები. მათ სახლში ყველა ნივთს მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს. ავეჯი წრეზე ან მომრგვალებულადაა განლაგებული. წყლის ნიშნებს ძალიან მოსწონთ ნატურალური ავეჯი, – ტყავის სავარძლები, ხის სკამები. ისინი ხშირად იყენებენ კლასიკურ ან ქანთრი სტილს. თუ წყლის ნიშანს სახლში არ აქვს აკვარიუმი, დეკორატიული ჩანჩქერი, ან შადრევანი იგი ოცნებობს მაინც რომელიმეს ქონას. ან შეიძლება სახლში მდინარის, ზღვის ან ჩანჩქერის ფოტოები ჰქონდეს ჩამოკიდული. გარდა ამისა, წყლის ნიშნება დეკორად შეიძლება გამოიყენონ მარჯნები, ნიჟარები, ან ზღვის ბინადართა ფიგურები. ვერ ვიტყვით, რომ წყლის ნიშნებს მცენარეები არ უყვართ. ისინი უპირატესობას წვნიანღეროიან და დიდფოთლიან მცენარეებს, – ბეგონია, ალოე, ოლეანდრი – ანიჭებენ უპირატესობას.
ტრადიციებისა და საოჯახო წვეულებების მოყვარული კირჩხიბის მთავარი ადგილი ბინაში სამზარეულოა. მრგვალი ან ოვალური ხის მასიური მაგიდის გარშემო ისინი ხშირად შეკრებენ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს და გემრიელი კერძებითაც გაუმასპინძლდებიან. კირჩხიბი საკუთარი თავისთვისაც მოიწყობს ერთ კუთხეს, სადაც სავარძელ-ტახტს დაიდგამს და განმარტოვდება.
ვნებიანი მორიელის საყვარელი ადგილი ბინაში საძინებელია. სადაც ვურჩევთ, წითელი ან ბორდოსფერი საწოლის გადასაფარებელი, ბალიშები, ხალიჩა და პლედები გამოიყენოს. დეკორაციად – ვიტრაჟები. მორიელს იდუმალება იზიდავს და შეიძლება ფარდები ოთახში ისე ჩამოფაროს, თითქოს მათ მიღმა კიდევ იყოს სივრცე.
მგრძნობიარე თევზებმა არ უნდა დაივიწყონ ადგილი, სადაც განმარტოვდებიან და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებენ. ასეთი კი მათთვის სააბაზონოა. თევზებს არ უყვართ მკვეთრი შუქი ამიტომ, ბინაში ბრებსა და დეკორატიულ სანთლებს მიანიჭებენ უპირატესობას.
ახლა სამივე ნიშანი ცალ-ცალკე განვიხილოთ:
კირჩხიბი მეტად რომანტიკული, მგრძნობიარე და გულჩვილი ნატურაა. ინტერიერი შეიძლება კომფორტულ-რომანტიკულ სტილში მოაწყოს. მას ისე უყვარს საკუთარი სახლი, რომ შინ მისულს, მთელი ქვეყნიერების არსებობაც კი ავიწყდება. ავეჯი აუცილებლად ექნება დეკორატიული, ძველებული, დახვეწილი. კირჩხიბის სახლი ყოველთვის ნათელია, მას არ უყვარს სიბნელე. მაგრამ საძინელებში მუქ ფარდებს ჩამოაფარებს, სადაც მთვარისა და მზის შუქს დაემალება. ფერებიდან კირჩხიბი ლურჯისა და ცისფერის ტონებს აარჩევს, შეიძლება ქვიშისფერი და ყვითლის ტონებიც გამოიყენოს. საძინებელი ის ადგილია, სადაც კირჩხიბი საყვარელი ადამიანების ფოტოებსა და საყვარელ სუვენირებს განათავსებს. მისაღებს მდიდრულად მოაწყობს, კლასიკურ სტილში, დიდი მაგიდით, კედლებზე ახლობლების ფოტოებით. ფერებიდან თეთრ-ნაცრისფერს, მარგალიტისფერსა და ნაზ ცისფერის აირჩევს.
მორიელი მოსწონს ყველაფერი უჩვეულო, ექსტრავაგანტური, ნათელი ფერები, უჩვეულო დიზაინი. მის სახლში შეიძლება შეხვდეთ ძველებურ ავეჯს, უნიკალურ ნახატებს, ქანდაკებებსა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილ სუვენირებს. მაგრამ ყველაფერს ქაოსურად კი არ მიაწყობს, ყველა ნივთს კონკრეტიულ ადგილს მიუჩენს. აგრეთვე არ გამორჩება აბრეშუმის ბალიშები და ხავერდის ფარდები. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი მეტად იმპულსური ნიშანია, ინტერიერში მშვიდ ფერებს აირჩევს. მას აუცილებლად დასჭირდება და მოიწყობს კიდეც ბინაში კუთხეს, სადაც დასვენებას შეძლებს. არა მარტო ფიზიკურად, მენტალურადაც. ეს ადგილი შეიძლება იყოს ფანჯარასთან ან სულაც სახურავზე. აი საძინებელში შეხედვის უფლებას კი ყველას არ მისცემს. აქ მორიელი სქელ, გაუმჭვირვალე ფარდებს ჩამოაფარებს. კომფორტულ და ნატურალური მასალისგან დამზადებულ საწოლს, ორთოპედიული ლეიბით, აირჩევს. მისაღებში კი აუცილებლად ექნება აკვარიუმი, ფოტო ზღვის ხედით. მაგიდის ცენტრში კი ხილით სავსე ვაზა. და ყველა ოთახში, განათების ხარჯზე, მშვიდი ატმოსფერო ექნება შექმნილი.
რომანტიკული თევზები მუდამ ოცნებობენ. ამიტომ სახლსაც რომანტიკულ-ზღაპრულ სტილში მოაწყობენ. მისაღებ ოთახში ჯერ თავად მასპინძელმა უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად და შემდეგ სტუმრებმაც. აბრეშუმის ბალიშები, მოხერხებული სავარძლები, აი, რას შეიძლება შეგხვდეთ თევზების მისაღებში. აგრეთვე არომატული სანთლები, ან ვაზები გამხმარი ყვავილებით. საძინებელში მათი მთავარი ელემენტი საწოლია. იგი დიდი და მოხერხებული უნდა იყოს. ამასთანავე, თევზები შემოქმედებითი ნიშანია და შეიძლება საძინებელში საკუთარი ხელით შექმნილი დეკორის ელემენტები ჰქონდეს. კედლებზე ფოტოები, თევზები ხომ საუკეთესო ფოტოგრაფები არიან. ან კადრები საყვარელი ფილმებიდან.
დაბოლოს, თევზებს ცვალებადი ხასიათი აქვთ და ინტერიერსაც განწყობის მიხედვით ცვლიან. ასე რომ, თუ თევზებს იშვიათად სტუმრობთ, ყოველ ჯერზე შეიძლება ისეთი განწყობა შეგექმნათ, თითქოს სხვაგან მოხვდით.