ზოდიაქოს ფეთხუმები

ზოდიაქოს ფეთხუმები

რეალურ ცხოვრებაში წესრიგისა და ჰიგიენის ნორმებისადმი დამოკიდებულება, რამდენად განსხვავებული გააჩნიათ ადამიანებს. ერთისთვის თუ უდიდესი ტრაგედიაა, გარემოებებიდან გამომდინარე (მაგ. შუქი ჩაქრა, წყალი არ მოდის) დაჭმუჭნული პერანგით ან თმაგაბურძგნული სამსახურში წასვლა, სხვა ჩვეულებრივად იღებს ამ ყველაფერს და ეს "მცირედი ქაოსი" ართობს კიდეც რაღაც კუთხით. ადამიანები თავისი ბუნებით, სხვადასხვა ტიპის ინდივიდებად იყოფიან. თუმცა, ასტროლოგებმა, ე.წ. "ზოდიაქოს ფეთხუმების" საუკეთესო სამეულიც შეადგინეს სხვა დანარჩენთან ერთად. ზუსტად მათ გაგაცნობთ დღეს და აგიხსნით, რატომ მოსწონს ამ ხალხს ქაოსში ცხოვრება.

ტყუპი - გაორებული ბუნების გამო და კიდევ იმიტომ, რომ დროის დეფიციტიდან გამომდინარე, მუდმივად სადღაც აგვიანდება, ტყუპი იშვიათად იცლის საიმოსოდ, რომ სახლი დალაგებული დატოვოს სამსახურში წასვლის წინ. ის ვერც სამსახურიდან დაბრუნებული იცლის წესრიგის დასამყარებლად, იმიტომ რომ აქვს უამრავი სალაპარაკო ტელეფონით ან ინტერნეტით მრავალათასიან მეგობარ-ნაცნობებთან. ზოგადადაც, რატომ უნდა დაალაგოს სახლი? ამის გაკეთება მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი ცუდ ხასიათზეა და გაბრაზებულ გულზე, გულისწყრომის მიზეზს ვერ პოულობს სასაუბროდ. სახლის დალაგება და ნივთების მოწესრიგება, ტყუპისთვის იდეალური განტვირთვაა ამ მხრივ.

მერწყული - ის დიდი კოლექციონერია. ოღონდ არა ემოციების ან ურთიერთობების, არამედ ნივთების, რომელსაც ბევრის თვალში უბრალოდ "ძველი ხლამი" ან გადასაგდები ხარახურა ეწოდება. მერწყულებს უყვართ ერთი შეხედვით უაზრო სუვენირების შეგროვება. მაგალითად სკოლის გამოსაშვებ საღამოზე პომადაშერჩენილი ჭიქა, საღეჭი რეზინის ყუთი, რომელიც პირველმა შეყვარებულმა აჩუქა და ა.შ. გარდა ამისა, მერწყული სიძველეებს ორიგინალური მიზნითაც იყენებს. შეუძლია აბაჟური გააკეთოს ძველი კონსერვის ქილებისგან. სამაგიეროდ, დიდად არ დაგიდევთ პერანგის გაუთოებას, ან თმის ვარცხნას მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. უფრო მეტიც, მან შესაძლოა (გააზრებულად) სხვადასხვა ფერის წინდაც კი ჩაიცვას ფეხზე. რატომ აკეთებს ამას? უბრალოდ კრეატიულობისთვის.

მშვილდოსანი - მშვილდოსნებს შორის როგორც დანარჩენ გაორებულ (დუალურ) ნიშნებში გვხვდებიან აბსოლუტრად განსხვავებული ინდივიდები. ამიტომ სავსებით შესაძლოა ზედმეტად მოწესრიგებულ მშვილდოსანს იცნობდეთ, მის პარალელურად კი იგივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელ ჰიპის, რომელიც ძალზე ხშირად ღამესაც კი არ ათევს სახლში და ცხოვრება ოთხ ბორბალზე, ან უკეთეს ვარიანტში ღამის კლუბებში ურჩევნია. თუმცა, მშვილდოსნის სიფეთხუმეს ასტროლოგები მაინც პლანეტა იუპიტერის თვისებას აწერენ, ყველაფერი განაზოგადოს. მშვილდოსნები დიდად არასოდეს იწუხებენ თავს წესრიგის დამყარებით არც სახლში, არც გონებაში, არც პირად ურთიერთობაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?