რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობს, ხშირად აქვეყნებს საინტერესო ასტროლოგიურ სტატისტიკას თავის საიტზე და მიკრობლოგში. ამჯერად ჩვენი ყურადღება მისმა მსჯელობამ მიიქცია იმის შესახებ, თუ რომელი ნიშნები არიან ზოდიაქოს თორმეტეულს შორის ყველაზე, ყველაზე ძლიერები ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ მსჯელობა თქვენთვისაც საინტერესო იქნება.
-
ჰაერის სტიქიის ნიშნებს შორის (ტყუპი, მერწყული, სასწორი)
ვასილისა მერწყულს მიიჩნევს ყველაზე ძლიერად. იმიტომ რომ, ამ ნიშანს გააჩნია საკმარისი პრინციპულობა და სიჯიუტე დასახული მიზნების მისაღწევად. ყველაზე სუსტებს შორის კი ტყუპს მოიაზრებს, მათი ხასიათის ცვალებადობის გამო.
-
მიწის სტიქიის ნიშნებს შორის (კურო, ქალწული, თხის რქა)
გამარჯვებულის გვირგვინი თხის რქას ენიჭება. თხის რქები ყველაზე დიდი პრინციპულობითა და შრომისმოყვარეობით არიან გამორჩეული. ხოლო ყველაზე სუსტად კურო მოიაზრება ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა სიზარმაცე, კომფორტის სიყვარული და სიახლეების შიში.
-
ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
ვოლოდინა ყველაზე ძლიერად მშვილდოსანს მოიაზრებს. მისი აზრით, მხოლოდ მშვილდოსანს შეუძლია ცეცხლოვანი ენერგეტიკის სწორად და დაბალანსებულად მართვა. თანაც ისე, რომ მრისხანების მომენტშიც არ დაკარგოს ადამიანურობა. ყველაზე სუსტ რგოლად კი ცეცხლის სტიქიაში ვერძი დასახელდა, ზემოხსენებული სიფიცხისა და მრისხანების მართვის აბსოლუტური უუნარობის გამო.
-
დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლებს შორის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
ვოლოდინა ყველაზე ძლიერად თევზების ნიშანს მოიაზრებს. მისი აზრით, სამყაროს ილუზორული ხედვის უნარი და თვისება მუდმივად სჯეროდეთ სასწაულების, თევზებს აძლევს ძალას ნებისმიერი სირთულე გადააგოროს ცხოვრებაში. ყველაზე სუსტებად კი წყლის სტიქიის წარმომადგენლებში კირჩხიბს მიიჩნევს, მაღალი სენსიტიურობისა და გარკვეული დეპრესიულობისკენ მიდრეკილების გამო.