ასტროლოგებს შეუძლიათ ზუსტი რჩევა მოგცემ იმის შესახებ, თუ რამდენად ეყვარება თქვენს პოტენციურ მეორე ნახევარს ოჯახური საღამოები და ტრადიციული დღესასწაულების ნათესაურ წრეში გატარება...
განსაკუთრებული სიყვარულით საკუთარი ფესვებისა და ტრადიციების მიმართ კირჩხიბები, კუროები, თხის რქები, მორიელები, ლომები და სასწორები გამოირჩევიან . ამ ხალხისთვის ნათესავებს, დედმამიშვილებს, დედას და მამას ცხოვრებაში ქორწინების პარტნიორზე ნაკლები ადგილი როდი უკავია ცხოვრებაში. ისინი პატივს სცემენ ზოგისთვის "დრომოჭმულ" და მომაბეზრებელ ტრადიციებს, მოთმინებით იტანენ მრავალსაათიან საოჯახო თათბირებსა და შეკრებებს და არასოდეს არიდებენ თავს პასუხისმგებლობებს, რომელსაც მათ სანათესაო აკისრებს.
დიდად არ იხიბლებიან, ან უფრო მეტი მაქსიმალურად გაურბიან ნათესავებთან ხშირ კავშირს მშვილდოსნები, ტყუპი, ვერძები, მერწყულები, თევზები და ქალწულები
. მათთვის პირადი ცხოვრება და კომფორტი გაცილებით უფრო წინ დგას, ვიდრე ნათესავებთან ურთიერთობით მიღებული სასიამოვნო მოგონებები და ემოციები. ისინი იშვიათად იწუხებენ თავს ოჯახის წევრებთან ხშირი ვიზიტებით და შესაბამისად, არცთუ დიდად ეხატებათ გულზე როცა თავად ეს ნათესავები ცდილობენ მათ შეწუხებას პერიოდულად სტუმრობით.