ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აძლევს ყველაზე ხშირად კოსმოსი შანსს რომ გამდიდრდნენ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აძლევს ყველაზე ხშირად კოსმოსი შანსს რომ გამდიდრდნენ

აწარმოებს პირად პრაქტიკას და დაკვირვებას იმაზე, მაინც რა ნიშნით არიან შერჩეული ის ადამიანები კოსმოსის მიერ, ვისაც ეძლევა შანსი დიდი ფული გამოიმუშაოს. როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში ერთობ მოკრძალებულ ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90% ახასიათებს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვენებ ვერძები და ტყუპი . როგორც ცნობილია, ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიური დამოკიდებულებით გამოირჩევა ფულთან მიმართებაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური, დინამიკური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.

მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიისა და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები. თუმცა, კიდევ ერთ მიწის ნიშანს, კუროს იშვიათად უწევს რომ გახდეს დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებსა და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აწუხებთ.

უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. "გაორებული ნიშნის" წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსისა და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.

განსაკუთრებით ამბიციურთა კატეგორიაში ხვდებიან ლომები და მორიელები. ამ ხალხს, როგორც წესი, ცხოვრების მანძილზე გასაოცარი აღმასვლა-დაცემის პერიოდების გადატანა უწევს ფინანსური კუთხით. პრობლემა კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც მიდრეკილია სხვების ხარჯზე გამდიდრდეს, მოსწონს უფროსობა, ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას და ფინანსური მადა, ხშირად უსწრებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, დიდ სიმდიდრეს, ხშირად მოსდევს მათ ცხოვრებაში აბსოლუტური სიღატაკის ან სამართლებრივი დავის პრეცენდენტი.

დაბოლოს, ფინანსებთან დამოკიდებულებაში პოლარულად განსხვავებული მიდგომა აქვთ მერწყულებსა და კირჩხიბებს . კირჩხიბების უმეტესობა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მდიდარი, მოსალოდნელი სიღარიბის შიშით ხდება. ამ ხალხის უმეტესობას პანიკურად ეშინია იმის, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და მშიერი დარჩება ოჯახის წევრებთან ერთად. ამიტომაც ცდილობს გამოიმუშაოს მეტი და მეტი. პლუს ამას თითქმის ყოველთვის წუწუნებს ფულზე და არასოდეს მიაჩნია თავი მდიდარ ადამიანად.

რაც შეეხება მერწყულს, მას ფული და კაპიტალის დაგროვება არასოდეს აინტერესებს. ფულის მიმართ მარტოოდენ "მომხმარებლური" დამოკიდებულება გააჩნია. სჭირდება სხვადასხვა სახის კეთილი საქმის ან ახირებული იდეის განსახორციელებლად. თუმცა, როგორც დაკვირვებები ცხადყოფს, ვინ თუ არა მერწყული, ყველაზე ხშირად ხდება დიდი ფულის პატრონი, რომელსაც არასოდეს დაჰკანკალებს, ასტროლოგები თვლიან, რომ მერწყულის ქუდბედიანობას მისივე დამოკიდებულება განაპირობებს ფულის მიმართ – გაიხსენეთ მერწყულის სიმბოლო, რომელიც მთელ კაცობრიობას "არწყულებს", ასევეა ზოდიაქოს ნიშნით მერწყულიც, მისთვის არ არსებობს სოციალური დაყოფა. შესაბამისად, საკუთარ სიმდიდრეს იგი დიდსულოვნად უნაწილებს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. ჰოდა, როცა გაცემა-მიღების ბალანსი დაცულია, რაღა თქმა უნდა, სამყარო ასეთი ადამიანის გამდიდრებისთვის არაერთ შანსს გამოიმეტებს.