ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ცნობილებს სწყალობს ქართული საზოგადოება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ცნობილებს სწყალობს ქართული საზოგადოება

საინტერესო რეიტინგი იმ ქართველი სელებრითების შესახებ, რომელებიც მიუხედავად პოპულარობისა საზოგადოებაში საკმაოდ დადებითი განწყობით სარგებლობენ. ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნები ჭარბობენ ჩამონათვალში და საკმაოდ საინტერესო კანონზომიერებას წავაწყდით.

ქართული საზოგადობის რჩეულთა შორის, დიპლომატიურობითა და სამართლიანობის უნარით განთქმული სასწორის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ერგოთ საპატიო ადგილი .. ნათია ფანჯიკიძე, თიკა ფაცაცია, ანი ტყებუჩავა ყველანი სასწორის ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან.

ჩამონათვალში ფაქტობრივად არ ფიგურირებს ცეცხლის სტიქია - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცეცხლის სტიქიის ადამიანები იშვიათად ახერხებენ საკუთარი იმიჯი ლიბერალურად შეფუთონ. შესაბამისად, ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს საზოგადოების მხრიდან რადიკალური დამოკიდებულება აქვთ მუდამ. ისინი ან ძალიან უყვართ, ან პირიქით ვერ იტანენ მათ საკუთარი ამბიციურობის გამო.

ვენერას ნიშნების მიმართ სიმპათიას ქართული საზოგადოება ანი გიუნტერის სახითაც აფიქსირებს . სასწორი და კურო ორივე ვენერას მართვაში მყოფი ნიშანია, ანი კი სწორედ კუროს ზოდიაქოს წარმომადგენელი გახლავთ.

ანუკა არეშიძე ზოდიაქოს ნიშნით კირჩხიბია, ფრთხილი და საკმაოდ წინდახედული ინდივიდი. მისი იმიჯი არასოდეს უტოვებს საზოგადოებას აგრესიის მიზეზს, იმიტომ, რომ ტიპური კირჩხიბივით ეხერხება მას საკუთარი ქალურობის და სინაზის დადებითი კუთხით გამოყენება.

რაც შეეხება თამუნა ნიკოლაძეს - ცნობილი დები ღლონტის ერთ-ერთ დას, ის ჰაეროვანი ტყუპია. შესაბამისად, საზოგადოებას თავს იუმორისტული იმიჯით ამახსოვრებს. ტყუპი მოგეხსენებათ, ვერბალური აქტივობით გამორჩეული ნიშანია, ამიტომ დიდი დოზით აქვს ხასიათში კომიზმის ელემენტები და გარდასახვის ნიჭიც. საზოგადოება ხშირად იმახსოვრებს თამუნას გმირის ”ფრთიან გამოთქმებს”, ესეც ტყუპის ვერბალური გამოხატულებაა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?