ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები აღწევენ ყოველთვის დასახულ მიზანს

ადამიანებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გააჩნიათ საკუთარი შესაძლებლობების ასრულების გზებთან დაკავშირებით. თუმცა როგორც ასტროლოგები თვლიან, არსებობს ხალხი, ვისაც თანდაყოლილი გამძლეობის, შრომისუნარიანობის, მოთმინების, მოქნილობისა და ინტუიციური შესაძლებლობების ხარჯზე თითქმის ყოველთვის შეუძლია დასახული მიზნების განხორციელება.

ვერძი - სულით მებრძოლი, პრინციპული, ხშირად უტაქტო და "ეგოზე" შეყვარებული ინდივიდია, მაგრამ დამეთანხმებით, ვისაც კი ვერძთან გქონიათ საქმე მისი ოპტიმიზმი, დაჟინებულობა და მიზანსწრაფულობა აღტაცებისა და შექების ღირსია უდავოდ. ვერძები იდეალისტები და ჯიუტები არიან. ამიტომ მათთვის არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევენ და მწვერვალი, რომელზეც ვერ აბობღდებიან. შესაძლოა მარცხიც ხშირად იწვნიონ ცხოვრებაში მაგრამ, როგორც წესი, მოკლე მეხსიერებისა და ოპტიმიზმის გამო ისინი არასოდეს უშინდებიან წარუმატებლობას, გული არ უცრუვდებათ და კვლავაც დაჟინებით აგრძელებენ წინსვლას.

მორიელი - პრინციპულობითა და გასაოცარი ინტუიციით გამორჩეული ნიშანია. მას უყვარს საკუთარი თავისთვის რთული ამოცანების დასახვა, ზოგადად მოსწონს სირთულეები და ხშირად ცხოვრებასაც კი განგებ, ხელოვნურად ირთულებს იმის გამო, რომ მეტი დრაივი შეიგრძნოს. მორიელი მოთმინებითა და სიფრთხილით გამოირჩევა, თუმცა, რასაც გულში ამოიჭრის, იმას მაინც აუცილებლად მიაღწევს, თუნდაც საამისოდ სიცოცხლის ბოლომდე მოუხდეს ლოდინი და მცდელობა. ისინი იშვიათად თანხმდებიან წაგებულის როლს, თუმცა თუ მაინც ასე მოხდა, ესეც თავისებური მანევრი და ნიღაბია საიმისოდ, რომ უკეთეს პერიოდს დაელოდოს და შემდგომ მოახდინოს რევანშირება.

თხის რქა - ჯიუტი, მშრომელი და საოცარი ამტანობით გამორჩეული ინდივიდია. თხის რქები ბავშვობიდან ისახავენ რაიმე მიზანს, რომლისკენაც სვლას მთელი ცხოვრების მანძილზე არ ანელებენ. მათთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი - წინ რაიმე ტიპის დიადი სამიზნე ეგულებოდეთ. ეს შეიძლება კარგი განათლება იყოს, სტაბილური სამსახური, სოლიდური თანამდებობა ან სულაც პოლიტიკოსის კარიერა. თხის რქა ნებისმიერ მიზნამდე ბოლომდე მივა, ამასთან ერთად არც დაიღლება, არც მუხლი უღალატებს.