ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრებიან ყველაზე ხშირად

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრებიან ყველაზე ხშირად

გამომუშავებული კაპიტალის შენარჩუნების თემა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგას უმთავრეს საკითხად. ზოგს თუ "კაპიკის კაპიკზე" დაგროვება ეხერხება, ვიღაც სოლიდურ შემოსავალს ორ დღეში ანიავებს და ხელფასიდან ხელფასამდე ვალების ამარა რჩება. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ დიდი ქონების დაგროვებაზე არც სიძუნწე მოქმედებს და არც ხელგაშლილობა. მთავარი ის არის, რამდენად ეხერხება ადამიანს ფულის "მოზიდვა" და გამომუშავება. შესაბამისად, ყველა ჩვენგანის ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას ზოდიაქოს ნიშანი და მმართველი პლანეტა, რომელიც ჩვენს ზოდიაქოს ნიშანს დაუწესა კოსმოსმა. არსებობს ბევრი კვლევა, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები მდიდრდებიან ყველაზე ხშირად და ვინ როგორ ახერხებს ქონების გამომუშავებას.

ცეცხლის ნიშნები - ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ფულს აქტიურად გამოიმუშავებენ. მათი ქარიზმატულობა, დინამიკური ხასიათი და ენერგიულობა კარგად მოქმედებს მატერიალური დოვლათის მოზიდვაზე. თუმცა, ამ სამს შორის მხოლოდ ლომს შესწევს ძალა დაგროვილი კაპიტალის სწორად განსაკარგად და შესანარჩუნებლად. ყველაზე არაპრაქტიკულებად კი ამ მხრივ მშვილდოსნები გვევლინებიან.

წყლის ნიშნებს კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს ფულის შოვნისას ხელს ემოციურობა და მომავლის შიში უშლით. თუმცა, მორიელი ამ სამს შორის ყველაზე ხშირად მდიდრდება. ამ ადამიანებს ეხერხებათ სხვების ქონების განკარგვა და მართვაც. ხშირად იღებენ მემკვიდრეობას ან სარისკო ფინანსური მაქინაციებიდან დიდი მოგება რჩებათ. ყველაზე ნაკლებად უმართლებთ თევზებს. ისინი იშვიათად აგროვებენ სოლიდურ თანხებს, რბილი ხასიათის და ხათრიანობის გამო.

ჰაერის ნიშნები ტყუპი, სასწორები და მერწყულები ფულთან არცთუ განსაკუთრებული მიჯაჭვულობით გამოირჩევიან. ეს ძირითადად ფილანტროპი, მეცენატი ადამიანებით დაკომპლექტებული სტიქიაა. შესაბამისად, ფულს ისინი როგორც ოცნებების ასრულების საშუალებას ისე უყურებენ მხოლოდ. აქედან გამომდინარე, არც ფული და არც უფულობა, დიდად არ ცვლის მათ დამოკიდებულებას სამყაროზე. ჰაერის ნიშნებს შორის გამდიდრების შანსები ყველაზე ხშირად აქვს მერწყულს. შედარებით იღბლიანია სასწორიც. ტყუპის უმეტესობას კი არასტაბილური შემოსავალი გააჩნია.

დაბოლოს, ყველაზე მეტად ახასიათებთ მატერიალური საკითხებისადმი მიჯაჭვულობა მიწის ნიშნებს: კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს ფული საიმისოდ სჭირდებათ, რომ ფსიქოლოგიური წონასწორობა არ დაკარგონ, მომავლის შიში ნაკლებად ჰქონდეთ და რაც მთავარია, იგრძნონ ძალაუფლება, რომელიც ზუსტადაც რომ მოაქვს ფულს! დიდ ფულს. მათ შორის ყველაზე იღბლიანი ქალწულია. ეს ადამიანები ე.წ. "ვორკოჰოლიკთა" რიცხვს განეკუთვნებიან და შრომობენ ლამის 24 საათი და კვირაში შვიდი დღე. ფულს კარგად აგროვებს კუროც. თუმცა, კუროს ყოველთვის "დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს", ხოლო თხის რქებს შორის ვხვდებით როგორც ამბიციურ ღატაკებს, ისე მაღალი სტატუსის მქონე, მდიდარ სნობებსაც. შუალედი თითქმის არ არსებობს.