ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ამაყი და თავმოყვარე ადამიანები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე ამაყი და თავმოყვარე ადამიანები

და სად გადის ზღვარი, სიჯიუტესა და პრინციპულობას შორის. თქმა არ უნდა, არსებობს ქვეყანაზე ისეთი რამეებიც, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს არც ერთი ჩვენგანისთვის ღირსებაზე ფეხის გადაბიჯების მიზეზი, თუმცა იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა პიროვნება მარტივია გაგება - რამდენად შეიძლება ამა თუ იმ ადამიანის გადარწმუნება და მისთვის თქვენი შეხედულებების თავზე მოხვევა.

როგორც ასტროლოგები თვლიან, განსაკუთრებული პრინციპულობით ე.წ. "კარდინალური" და "ფიქსირებული" ნიშნის წარმომადგენელი ზოდიაქოები გამოირჩევიან. ამასთან ერთად, კარდინალურებს (კირჩხიბი, ვერძი, სასწორი და თხის რქა) არ უყვართ საკუთარი პოზიციის მარტივად შეცვლა. თუმცა, თუ თქვენ არგუმენტირებულად შეეცდებით მათ გადარწმუნებას არსებობს შანსი იმისა, რომ აზრი ასეთ ადამიანსაც შეაცვლევინოთ.

რაც შეეხება "ფიქსირებულ" ნიშნებს ანუ კუროებს, ლომებს, მორიელებს და მეწყულებს მათთვის ძალზე რთულია, არათუ საკუთარი აზრის თავზე მოხვევა არამედ მარტივ კომპრომისზე დათანხმებაც. ისინი იცვლიან პოზიციას, მაგრამ იშვიათად ან საერთოდ არ იცვლიან დამოკიდებულებას. შესაბამისად, ასეთ ხალხთან კამათს აზრი არ აქვს და აჯობებს, მათთან ურთიერთობაში კომპრომისის რეჟიმში მონახოთ საერთო ენა.

დაბოლოს, ყველაზე მარტივად შეიძლება მოლაპარაკებაზე დაითანხმოთ ნიშნები, რომლებიც ასტროლოგიურად ე.წ. "მუტაბელურ" სტიქიას განეკუთვნებიან. ტყუპი, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები ხშირად რადიკალურად იცვლიან როგორც აზრს, ისე შეხედულებას. მათთვის იშვიათად არსებობს ხანგრძლივი და ღრმად ფესვგადმული შეხედულებები, ეს ხალხი არ ცნობს ჩარჩოებს და კლიშეებს. შესაბამისად, მათი ეს მიდრეკილება მუდმივი ინოვაციისკენ კარგი საბაბია საიმისოდ, რომ ისინი ახალი იდეებით დააინტერესოთ ან მოლაპარაკების საფუძველზე შეაცვლევინოთ აზრი თქვენს სასარგებლოდ.