თარიღი გავლენას ახდენს ჩვენს ვიზუალურ იმიჯზე, ხასიათის თვისებებზე, სექსუალურ პოტენციალზე და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაზე. ალბათ ყველა კაცი ოცნებობს, კომფორტულ და მოსიყვარულე ცოლზე, რომელიც ზომიერად სექსუალურიც იქნება, კარგი დიასახლისიც და იდეალური დედაც. როგორც აღმოჩნდა, ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმს ყველაზე ხშირად ზოდიაქოს სამი ნიშანი აკმაყოფილებს.
კურო - ტიპური კურო ქალი გაწონასწორებული, მშვიდი და მოსიყვარულე ხასიათით გამოირჩევა. კუროს ვენერა მართავს, ამიტომ როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები გასაოცარი მომხიბვლელობით და კარგი სექსუალური ტემპერამენტით გამოირჩევიან. გარდა ამისა, კურო იდეალური კულინარი და დიასახლისია. ეს არის ძალიან რაციონალური ქალი, რომელიც იშვიათად მიმართავს ქალურ ხრიკებს და ჭირვეულობას მამაკაცის გულის მოსაგებად. ამიტომ მასთან ქორწინება მამაკაცისთვის ნიშნავს ერთდროულად საიმედო მეგობრისა და მოსიყვარულე პარტნიორის შეძენას.
კირჩხიბი - მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ქალ კირჩხიბს ანიჭებს სათუთ ხასიათს, ქალურობას, უსაზღვრო სინაზეს და ყურადღებიანობას. ქალი კირჩხიბი ინტუიციით ხვდება რას სჭირდება მის მამაკაცს და ყოველთვის მზადაა ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სექსუალური კუთხით, კირჩხიბი მაქსიმალურად ითვალისწინებს პარტნიორის პრიორიტეტს. ეს არის ზომიერად მორჩილი და ზომიერად ეშმაკი ქალი, რომლის ცოლად მოყვანითაც მამაკაცი იძენს საიმედო მოკავშირეს, კარგ მენეჯერს ოჯახისთვის და იდეალურ დედას საკუთარი შვილების აღსაზრდელად.
სასწორი - კუროს მსგავსად სასწორიც პლანეტა ვენერას მართვაშია. თუმცა, სასწორთან ვენერა თავის სიძლიერეს სრული ასი პროცენტით ავლენს, რაც სასწორი ქალების უზადო გარეგნობასა და შარმში ვლინდება. ქალი სასწორი ერთი შეხედვით ნაზი, დაუცველი და ქალურია. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა მასთან ნაცნობობისას. რეალურად კი სასწორი ქალი გასაოცარი გონიერებით, ჭკუით, წინდახედულეობით, დიპლომატიით და ტაქტით გამოირჩევა. მან ზუსტად იცის როდის უნდა შეეწინააღმდეგოს ან დაუთმოს მამაკაცს. ამიტომ ძალიან მალე იკავებს მთავარ ადგილს საკუთარი მეორე ნახევრის გულში, რომელიც თავის მხრივ არასოდეს ინანებს ცხოვრებაში, რომ ბედი ზუსტად ამ ლამაზ, ბრძენ და რაციონალურ ქალს დაუკავშირა.