ზოდიაქოს სამი ყველაზე ბედნიერი ნიშანი

ზოდიაქოს სამი ყველაზე ბედნიერი ნიშანი

მაინც რა არის ბედნიერება? გარკვეული (მოკლევადიანი) სულიერი მდგომარეობა თუ ადამიანის თავისუფალი არჩევანი იყოს კარგად. ასტროლოგები თვლიან, რომ ბედნიერება არჩევანია და ამ მხრივ სამ საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ. ანუ მათ, ვისაც ცხოვრებაში მოვლენების პოზიტიურად ხედვის უნარი და ოპტიმიზმი არ ღალატობს არც ერთ სიტუაციაში.

ტყუპი - ე.წ. "მუტაბელური" ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება და ფლობს უნარს, რომელიც დანარჩენ ნიშნებს არ გააჩნიათ ან გააჩნიათ მცირე დოზით - შეუძლია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი. ტყუპი ჰაერის ნიშანია, ამიტომ მისი ემოციები კარგად "ნიავდება". შესაბამისად, ეს ხალხი არასოდეს კარგავს დროს დარდსა და ბოღმაზე. მათთვის არც შურისძიებაა საინტერესო თემა. პირიქით, ისინი ყოველთვის მარტივად ივიწყებენ წყენას და იშვიათად ინტერესდებიან ვინმესთვის სამაგიეროს გადახდით.

ლომი - არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ლომები ყველაზე ბედნიერთა სიაში მოხვდნენ. ადამიანებს, რომლებიც ამ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან, გააჩნიათ მაღალი თვითშეფასება, საკუთარ ძალებში რწმენის ნიჭი და ლიდერული თვისებები. ლომები ამაყები და ამასთანავე დიდსულოვანი ადამიანები არიან. ამიტომ მათ გარშემო ძალიან ბევრი კეთილი მეგობარი და გულშემატკივარი ტრიალებს. ისინი საზოგადოებაში უყვართ საკუთარი დიდსულოვნებისა და სიმამაცის გამო.

მერწყული - ამ სამეულში მერწყულის ფიგურირება სავსებით დამსახურებულია. მერწყულები ყველაზე მეგობრული, ჰუმანური და კოსმოპოლიტურად მოაზროვნე ინდივიდები არიან. ისინი მასშტაბურად აღიქვამენ ცხოვრებას და სამყაროს. არასოდეს წვრილმანდებიან დეტალებზე, არ ახასიათებთ მერკანტილურობა და ყოველთვის ცდილობენ საკუთარი პრობლემები სხვას არასოდეს მოახვიონ თავზე. ამასთან ერთად კი მზად არიან ნებისმიერის გულითადად დასახმარებლად საჭიროების შემთხვევაში.